1geo

fb you od

მომლოცველობა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 9380-17-03-18-02-132018 წლის 17 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა ახალციხის  „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში. ამ დღეს თავისი საეკლესიო საიდუმლო აქვს, სომეხთა სამოციქულო   წმიდა ეკლესია ზეიმობს პირველი სომეხი კათოლიკოსის,  წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნისადმი მიძღვნილ   სამ დღესასწაულთაგან პირველს - ხორ ვირაპის საპყრობილეში წმინდანის შესვლის და იქ განცდილი ტანჯვის ხსენების დღეს.IMG 9413-17-03-18-02-13

ეკლესია სავსე იყო. ადგილობრივ მორწმუნეებს შეუერთდა დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდანის სახელობის ეკლესიაში ჩამოსული მომლოცველების ჯგუფი თბილისიდან, ღირსი მღვდლის, მანუკ ზეინალიანის ხელმძღვანელობით, და ახალქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან ჩამოსული მორწმუნეთა ჯგუფი, ღირსი მღვდლის, მღვდელ ტათევ მარუქიანის ხელმძღვანელობით.

საღმრთო ლიტურგიას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, არასამთავრობო  ორგანიზაციების ხელმძღვანელები და IMG 9468-17-03-18-03-50მრავალი მორწმუნე.

საერთო ქრისტიანული წმინდანის  დღესასწაულზე გაიხსნა ეკლესიის ფარდა და მორწმუნეებს მიეცათ ზიარების მიღების შესაძლებლობა.   

საღმრთო ლიტურგიის დროს მეუფე ვაზგენმა იქადაგა დღის საიდუმლოზე. დამსწრეებმა ყურადღებით მოისმინეს ქრისტიანული რწმენისთვის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ტანჯვის,    13 წლის განმავლობაში გამოჩენილი დიდი ნებისყოფის, წინააღმდეგობის ძალის და ღმერთისა და ქრისტესადმი ერთგულების ისტორია, ხორ ვირაპში ტანჯვის შემდეგ, წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა თავი მიუძღვნა ქრისტეს ნათლის გავრცელებას სომხეთში,   გახდა სახელმწიფოებრივად IMG 9546-17-03-18-03-52აღიარებული  სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქი.   

მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ასევე ხაზი გაუსვა სომეხი ხალხის ბრძოლას ერისა და რწმენის მარადიულობისთვის, ისაუბრა სომეხთა ეკლესიის   რიტუალებისა და ცერემონიების შენარჩუნებაზე.   

მწირველი მეუფე მიესალმა მომლოცველებს, აკურთხა ისინი და გაამხნევა იმით, რომ მსგავსი მომლოცველობები აძლიერებენ უფლისადმი რწმენას, აძლიერებენ მათ ახალი ძალით. მეუფემ აკურთხა საღმრთო ლიტურგიაზე დამსწრე მორწმუნეები, ყველას გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესის და უნეტარესის IMG 9555-17-03-18-03-52გარეგინ მეორის მამობრივი სიყვარული და კეთილი სურვილები. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დაფასების სიტყვით მიმართა ახალციხის სულიერ ინსპექტორს, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანს, მომლოცველების თანმხლებ ყველა სასულიერო პირს, მათი კეთილი მსახურებისთვის.

მომლოცველებმა სანთლები დაანთეს, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის ხსოვნის ნიშნად, ლოცვაში საერთო ქრისტიანულ წმინდანს მფარველობას ევედრებოდნენ.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მომლოცველებმა „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში მოაწყვეს სიყვარულის სადილი, რომელსაც შეუერთდნენ ადგილობრივი მორწმუნეები.IMG 9575-17-03-18-03-52

ღვთისმსახურებისა და სიყვარულის სადილის შემდეგ, მომლოცველები, სულიერი მოძღვრების - მღვდელ მანუკ ზეინალიანის, მღვდელ ტათევ მარუქიანის და მღვდელ თორგომ ვარდანიანის წინამძღოლობით ეწვივნენ სოფელ წუღრუთის „სურბ სიონ“ ეკლესიას, დაესწრნენ სულიერი მამების მონაწილეობით შესრულებულ მშვიდობის ღვთისმსახურებას. შემდეგ მომლოცველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი ეწვია ადგილობრივი მცხოვრების, სარგის საპონჯიანის  ოჯახს, სადაც სიწმინდით ინახება მე-10 საუკუნის ცნობილი წუღრუთის სახარება, პატივი მიაგეს მე-10 საუკუნის ხელნაწერ სახარებას.   

გვიან საღამოს  სულიერად  განახლებული მომლოცველები  თბილისში დაბრუნდნენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)