1geo

fb you od

თანდოიანც ეკლესიის საკითხზე სასამართლო პროცესი გადაიდო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 13 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნანა დარასელიას თავმჯდომარეობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სარჩელის ფარგლებში გაიმართა საჯარო რეესტრის სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ პირველი სასამართლო სხდომა.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა როგორც მოსარჩელე მხარე, ამ  შემთხვევაში საქართველოს სომეხთა ეპარქია, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის სახით, ასევე საჯარო რეესტრის სახელმწიფო სააგენტოდან უფლებამოსილი პირები.IMG 7794
როგორც მესამე მხარე სასამართლო სხდომას ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  საპატრიარქო.
საქართველოს სომეხთა ეპარქიას მიაჩნია, რომ 2017 წლის 18 ივლისის დადგენილებით „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ სომხური ეკლესიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის  საპატრიარქოსთვის გადაცემით, საქართველოს საჯარო რეესტრმა დაარღვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინტერესები, არ შეისწავლა რა ეკლესიის წარმოშობა, მისი ისტორია და ეკლესიის მიმართ სომეხთა  ეპარქიის მოთხოვნა.

ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში, როგორც მესამე მხარე დღეს ჩაერთო ასევე ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, რომელმაც „თანდოიანც“ ეკლესია და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი, ყოველგვარი დასაბთების გარეშე, გაასხვისა სახელმწიფო ბალანსიდან, რითაც გააადვილა  სომხური ეკლესიის  საპატრიარქოს ბალანსზე გადაცემის საქმე.   
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინტერესებს სასამართლოსა და შესაბამისი 2ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე იცავენ   EMC-ის  და TDI-ის ადვოკატები.
მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა მიმართეს მოსამართლე დარასელიას, სასამართლო განხილვის გადადების  თხოვნით, საქმის წარმოებაში ახალი ფაქტების და მტკიცებულებების ჩასართავად.    მოსამართლემ დააკმაყოფილა მხარეთა მიმართვა.
შემდეგი სასამართლო სხდომა გაიმართება 1 მაისს, 11:00 საათზე.
„თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია   (პლეხანოვის, ამჟამად  დავით აღმაშენებლის, ქუჩის   38),  აშენებულია დაახლოებით  მე -19 საუკუნის 50-60-იან წლებში. 1866 წელს თანდოიანცების ოჯახის ინიციატივით დაისვა საკითხი „სურბ ასტვაწაწინ“ ხით ნაშენი ეკლესიის ადგილზე ახლის აშენებასთან დაკავშირებით. ეკლესია თავიდანვე აშენებული იყო   სომხურ  სამოციქულო ეკლესიად, ეთნიკურად სომეხი საჰაკ თანდოიანცის მიერ. ამ უკანასკნელის სახელითაც მიიღო სახელწოდება „თანდოიანც“ . ამას მოწმობს ასევე ეკლესიის მეზობლად დღემდე შემორჩენილი წარწერა.

1923-1924 წლებში „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია   დაიხურა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. საეკლესიო ქონება  კონფისკაციას დაექვემდებარა,     ეკლესია კი გადაეცა რესპუბლიკის პიონერთა ორგანიზაციას, შემდეგ  გადაიქცა კინოთეატრ  "კოლხიდად" (კოლხეთი).   
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1990-იანი წლებიდან,3  საქართველოს მთავრობამ, არ გაითვალისწინა რა ნახევრად ჩამონგრეული ეკლესიის ისტორიული წარმოშობა და რელიგიური ნიშნები, და ის არ დაუბრუნა საქართველოს სომეხთა ეკლესიას.     2017 წელს საქართველოს  საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  „თანდოიანც სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესია    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს  საკუთრებაში  გადასცა.   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ ეკლესიის საძირკველზე უკვე სხვადასხვა სახის სამუშაოები განახორციელა.