1geo

fb you od

გვიყვარდეს და ვისწავლოთ ჩვენი მშობლიური ენა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 24 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის მორიგი ღონისძიება ეპარქიის განათლების განყოფილების „სურბ გრიგორ ნარეკაცი“  ერთდღიანი  სკოლის „გვიყვარდეს და   ვისწავლოთ ჩვენი მშობლიური ენა“ სახელწოდებით ზეიმი იყო. ამით თბილისელმა სომხებმა პატივი მიაგეს   სომხურ ენას.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ღვაწლმოსილი მასწავლებლის, თამარა გაბოიანის მიერ,    ჰაიარტუნ ცენტრის „სურბ  ნერსეს შნორჰალი“ გუნდის   (ქორმაისტერი: მარია აბულიანი,   პიანისტი: კარენ მირზოიანი), „ტარონ“ცეკვის ანსამბლის (ქორეოგრაფი: სურენ აბრამიანი), დუდუკის და დოლის წრეების   (პედაგოგები: რობერტ კაშავანიძე  და ივანე მკრტჩიანი) მხარდაჭერით. ლიტერატურულ, მუსიკალურ  კომპოზიციაში ჩართული იყო ერთდღიანი სკოლის პირველი და მეორე კლასის თითქმის ყველა მოწაფე. დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, სტუმრებს შორის იყვნენ ინტელიგენციის წარმომადგენლები, მშობლები, სტრუქტურათა 2ხელმძღვანელები.      ღონისძიებას დაესწრნენ წალკის რაიონის სოფელ დარაკოვის მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეები, დირექტორის, ალისა აბაჯიანის, მასწავლებლების, ნანა სოღომონიანის და ნეკტარ ღანდილიანის წინამძღოლობით.    

ზეიმი მისასალმებელი სიტყვით   გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა,   ყველას მიულოცა მშობლიური ენის დღე, მოუწოდა სახლში, ოჯახებში სომხურ ენაზე მეტყველება გახადონ პრიორიტეტული, რაც იქცევა ახლად ნასწავლი ენის დახვეწის, პრაქტიკული გამოყენების ფასდაუდებელ შესაძლებლობად.

მშობლიურ  ენას თითქმის მოწყვეტილმა და სულის ძახილით ახლა მისმა შემსწავლელებმა მჟღერი დეკლამაციით, სწორი ინტონაციით და ლამაზი სომხურით წარმოადგინეს სომხური დამწერლობის შექმნის და სომეხი ხალხის ისტორია. სკოლის მოწაფეებმა ქედი მოიხარეს მესროპ მაშტოცის ხსოვნის წინაშე, შინაარსიანი სიტყვით წარმოადგინეს 3სომხეთის ისტორიის ქრონოლოგია, სომხური ლიტერატურის ბილიკებით დამსწრეები გადაანაცვლეს მშობლიური ენის უკვდავების, მდიდარი კულტურისკენ, მოუწოდეს   ჰქონდეთ დედაენის და სამშობლოს დაცვის  ურყევი ნება, რომ დავიცვათ  ხალხის ბრძოლით გადარჩენილი მატერიალური და არამატერიალური მიღწევები, რომლებიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებად არის ქცეული.

მონაწილეთა გულწრფელ  და ემოციურ   მხატვრულ  კითხვას ჰარმონიულად ავსებდნენ სომხური დამწერლობის, სომეხი ხალხის და დედა სამშობლოსადმი მიძღვნილი სიმღერები, ეროვნული ცეკვა, დოლისა და დუდუკის ტკბილი ჰანგები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ესგ-ის დეპარტამენტის კოორდინატორმა კარინე მანუკიანმა, „სურბ ეღია მარგარე“ საკვირაო სკოლის მასწავლებელმა როზა ზოჰრაბიანმა, „კამურჯ“   ლიტერატურულ, კულტურული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე გაიანე ბოსტანჯიანმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს და სხვა ორგანიზატორებს თბილი და   პატრიოტული ღონისძიების ჩატარებისთვის, მშობლებს მოუწოდეს ბავშვებს მისცენ სომხური განათლება, ასწავლონ მშობლიური ენა, ისტორია და ტრადიციები, ცარიელი არ დატოვონ სომხური სკოლის საკლასო ოთახები და მერხები, ვინაიდან მშობლიურ ენაზე განათლება აადვილებს ბავშვების სწავლა-სწავლების პროცესს, და აყალიბებენ  სომხური იდენტობით სომეხ ადამიანს.    4

ღონისძიება შეაჯამა „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მსახურმა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, ყველას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა, მაღალი შეფასება მისცა სომეხი მოზარდების დაბრუნებას ფესვებისკენ, გადაწყვეტილებას - ყოველთვის და ყველგან ერთგულნი იყონ მშობლიური ენისა და ქრისტიანული რწმენისა. სულიერმა ინსპექტორმა მშობლებს მოუწოდა არ მოსწყვიტონ თავიანთი შვილები ერსა და ტრადიციულს, არ გახადონ ისინი ნახევრად ადამიანები, ვინაიდან ყველაზე ეფექტიანი მშობლიურ ენაზე აზროვნებაა.

საქართველოს სომეხთა სათვისტომოში მშობლიური ენის განდიდებისადმი მიძღვნილი  ღონისძიებები გრძელდება .

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)