მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჯავახეთში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
დედაენის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა 2018 წლის 21 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის "რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში გამართული ღონისძიება. ღონისძიების დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ ცენტრის დირექტორი ჟორა სნხჩიანი და რაიონის სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი არმაშ პოღოსიანი. მათ ახალქალაქის ახალგაზრდულმა ცენტრმა დედაენის დღე აღნიშნა მასწავლებლებისა და მოსწავლეების მსვლელობით მესროპ მაშტოცის ძეგლისკენ, ყვავილებით შეამკეს ძეგლი, პატივი მიაგეს და მადლიერება გამოუხატეს დიდ პედაგოგს. ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის მსვლელობას შეუერთდა ახალქალაქის და მიმდებარე რაიონების მღვდელი ტათევ მარუქიანი. შემდეგ პედაგოგები და მასწავლებლები დაბრუნდნენ ცენტრში და მონაწილეობა მიიღეს ცენტრში ორგანიზებულ კონკურს-ღონისძიებაში, რომელიც გახსნა ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის პასუხისმგებელმა კარინე თადევოსიანმა, ვინც მიესალმა დამსწრეებს და მიულოცა მშობლიური ენის საერთაშორისო დღე. დამსწრეებს მიულოცა ასევე მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო სამმა გუნდმა - ინგლისურის, რუსულის და ქართულის წრეებიდან, შესაბამისად „ჯავახქ“, „არარატ“ და „არცახ“ ღონისძიებაზე გამოვიდნენ ლიტერატურისა და ვოკალური ხელოვნების წრეების აღსაზრდელები. კონკურსის შედეგები შეაფასა ჟიურიმ, გუნდებს გადაეცათ სუვენირები და დიპლომები, კატეგორიების მიხედვით. პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა „არარატ“, მეორე - „არცახმა“ და მესამე - „ჯავახქმა“. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს თავიანთი გულწრფელი სიტყვა უთხრა და მადლობა გადაუხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექციამ, მსგავსი ღონისძიების ორგანიზების და სათარჯიმნო უნარების განვითარებისათვის. |