1geo

fb you od

ტიარნინდარაჯის (მირქმის) დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის კალენდრით, მირქმის დღესასწაულის შინაარსი მარიამ ღვთისმშობლის მიერ ორმოცი დღის იესოს ტაძრად მიყვანის საიდუმლოა. დღესასწაული უძრავია და ყოველთვის აღინიშნება 14 თებერვალს.

დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა დიდი ზეიმით. დღესასწაულისთვის მომზადებული იყო სომხებით დასახლებული თითქმის ყველა რეგიონი და დედაქალაქი. ეპარქიის ეკლესიებში დღესასწაულის აღნიშვნა დაიწყო 2018 წლის 13 თებერვალს, წინასადღესასწაულო ცერემონიით.

თბილისის "სურბ გევორგ" საკათედრო ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა1 ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით და სასულიერო დასის მონაწილეობით შესრულდა წინასადღესასწაულო ცერემონიალი. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, შესრულდა „ანდასტანის“ ცერემონია, აკურთხეს სამყაროს ოთხი მხარე და სანთლები, ქრისტეს სინათლის 2სიმბოლოდ.

სომეხი ხალხის საყვარელი - მირქმის დღესასწაული ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევით, გამოცხადებულია ახალდაქორწინებულთა კურთხევის დღედ. დღესასწაულის 3აღსანიშნავად ეკლესიაში მიდიან ის წყვილები, რომლებმაც ჯვარი დაიწერეს უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, „სურბ გევორგ“ ეკლესიაში შეკრებილმა ხალხმა გადაინაცვლა ეკლესიის ეზოში, სადაც მათ 4მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, დღესასწაულთან დაკავშირებით ყველას გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის 5უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და მილოცვა. ეპარქიის ლიდერმა დამსწრეებს მოუწოდა ერთგულნი დარჩნენ ტრადიციული და სულიერი დღესასწაულებისა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის გარშემო კონსოლიდირებულებმა დაიცვან და შეინარჩუნონ ყველაფერი ეროვნული, 6სულიერი.

ეკლესიის ეზოში დაინთო ტერნდეზის ტრადიციული კოცონი და დაიწყო კონცერტი, რომელიც მოაწყო ეპარქიის კულტურის განყოფილებამ, დირექტორის, ლევონ ჩიდილიანის, ხელმძღვანელობით. კონცერტის წამყვანმა ჰენრიხ პეტროსიანმა რიგრიგობით მიიწვია გამომსვლელები: ქორეოგრაფიული ანსამბლები -7 „ვანქ“ (ქორეოგრაფი: ლიანა კაშავანიძე), "ანი" (ქორეოგრაფი: ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი), სოლისტები: ჰენრიხ პეტროსიანი, ნინა კარაპეტიანი, რუზანა მიქაელიანცი.

8მირქმის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა ასევე ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. აქაც დაინთო ტრადიციული კოცონი, რომლის გარშემო ლამაზი კონცერტი მოეწყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ანსამბლის (ქორმაისტერი: სურენ აბრამიანი), დუდუკისა და დოლის წრეების (ხელმძღვ.: ივანე მკრტჩიანი, რობერტ კაშავანიძე), სოლისტების ანა ბადალიანის, ანი ჰოვანისიანის, აიდა ბეზოიანის მონაწილეობით.9

10ქალაქის ორ უბანში მდებარე სომხურ ეკლესიებში მხიარული სიმღერა და ცეკვა დასრულდა ლამაზი ფეიერვერკით, სულიერ მსახურთა ინიციატივით და ჯვრის ნათლიების - იური ერემიანის და კარენ სარგსიანის მხარდაჭერით ორგანიზებული მასპინძლობით.

მირქმის დღესასწაული თავისებური ხალხური დღესასწაულით აღინიშნა ეპარქიის სხვა ეკლესიებშიც.

მიუხედავად წვიმიანი ამინდისა, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში სულიერი მოძღვრის,12 13მღვდელ არარატ გუმბალიანის ჩატარებული წინასადღესასწაულო ღვთისმსახურების, ახალგაზრდების კურთხევის შემდეგ „ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრის (დირექტორი: სონა ჰოვანისიანი) მხატვრული ჯგუფების მონაწილეობით ტრადიციულ კოცონთან გამართა საუფლო დღესასწაულისადმი მიძღვნილი კონცერტი.

დღესასწაულის წინა დღეს ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება და ანდასტანის წესი. სულიერმა მოძღვრებმა დეკანოზმა ეღიშე ჰარუთუნიანმა და მღვდელმა ტათევ მარუქიანმა შეასრულეს ახალდაქორწინებულთა კურთხევის წესი, შემდეგ ეკლესიის ჯვრის ნათლიის, მათევოს ვარდანიანის მიერ, ვინც ახლად დაქორწინებულია, ახალდაქორწინებულებს გადაეცათ საჩუქრები. შემდეგ ეკლესიის ეზოში დაინთო კოცონი და სახალხო დღესასწაული მოეწყო, ტრადიციული ზურნითა და დოლით.15

მღვდელ ტათევ მარუქიანის მიერ ახალდაქორწინებულების კურთხევა მოხდა კულიკამის „სურბ ერრორდუთიუნ“ ეკლესიაში. დაქორწინებულმა წყვილებმა მონაწილეობა მიიღეს სახალხო ზეიმში, ჯვრის ნათლიისგან მიიღეს საჩუქრები და მონაწილეობა მიიღეს წვეულებაში.

14დილისკისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა მირქმის ცერემონია შეასრულა კარწახის "სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ და ჩამდურის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიებში. ღვთისმსახურების შემდეგ ეკლესიის ეზოში გაიმართა ხალხური ზეიმი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არ იყვნენ ახალდაქორწინებულები, დღე ძალზედ საზეიმო იყო. ეკლესიის ეზოში შეკრებილი იყო მთელი სოფელი, დიდთოვლობამაც არ შეუშალა ხელი ღონისძიებას.16

მამა ტიგრან მხითარიანმა დალოცა ასევე ვაჩიანის „სურბ სიონ“ ეკლესიაში შეკრებილი ახალდაქორწინებულები და მათთან ერთად მონაწილეობა 17მიიღო ეკლესიის ეზოში ორგანიზებულ სახალხო დღესასწაულში.

სულდის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში დილისკისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ტიგრან მხითარიანმა ღვთისმსახურების შემდეგ შეასრულა ახალდაქორწინებულთა კურთხევის წესი, 18შემდეგ ეკლესიის ჯვრის ნათლიისგან, სასუნ ავეტისიანისგან მიიღეს საჩუქრები, ეკლესიის ეზოში დაინთო კოცონი და გაიმართა ხალხური დღესასწაული. ცერემონიაზე იყვნენ ასევე ერინჯა და ხავეთ სოფლების ახლად დაქორწინებულები.

ტეარნინდარაჯის დღესასწაული ხანგრძლივი პაუზის და ეკლესიის ხელახალი გახსნის შემდეგ პირველად აღინიშნა ლომატურცხის „სურბ ამენაფრკიჩ“ ეკლესიაში. 19მიუხედავად იმისა, რომ სოფელში არ იყვნენ ახლად დაქორწინებულები, არაგოვასა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თადეოს ტერ-მკრტჩიანმა საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ მრევლი მიიწვია ეკლესიის ეზოში, სადაც დაინთო ტრადიციული კოცონი და ხალხური დღესასწაული გაიმართა.

წინასადღესასწაულო ღვთისმსახურებით, კოცონით, ბედნიერებით და სიხარულით ჩაიარა მირქმის დღესასწაულმა ნინოწმინდის სოფლებშიც. მღვდელ არმაშ პოღოსიანის ხელმძღვანელობით ჯიგრაშენის, მამზარის, სათხის, დიდი არაგიალის ეკლესიებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს მორწმუნეებმა, ძირითადად ახალგაზრდებმა, რომლებმაც ტრადიციული ზურნის ჰანგების ქვეშ იცეკვეს და გადაახტნენ კოცონს, ეკლესიის ნათელი მიიტანეს თავიანთ ბინებში.

დღესასწაულმა მხიარულად ჩაიარა ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“, წუღრუთის „სურბ სიონ“ და წირის „სრბოც ჰრაშტაკაპეტაც“ ეკლესიებში.

ახალციხისა და მიმდებარე რაიონების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა თორგომ ვარდანიანმა ჩამოიარა სომხურ სამოციქულო სოფლებში და აკურთხა ახლად დაქორწინებულები, შეასრულა ანდასტანის წესი.20

საღამოს ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში კიდევ ერთხელ შეიკრიბა მრევლი, რათა მონაწილეობა მიეღო წინასადღესასწაულო ცერემონიასა და ახლად დაქორწინებულთა კურთხევის ცერემონიაში. ეკლესიის ჯვრის ნათლიას საჩუქრები ჰქონდა მომზადებული და პირადად გადასცა საჩუქრები ახალდაქორწინებულებს.

წალკის რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა ღევონდ თოფაშიანმა რაიონის სომხურ თემებში შეასრულა მირქმის წინასადღესასწაულო ცერემონია. დაინთო ხალხისთვის ტრადიციად ქცეული კოცონი. მამა ღევონდმა მრევლს აუხსნა დღის საიდუმლო და წინაპრების ტრადიციები. შესრულდა ასევე ახალდაქორწინებულთა კურთხევის წესი.

14 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია.

Տեառնընդառաջի տոնը հանդիսավորությամբ նշվեց Վիրահայոց թեմում

Հայ Առաքելական Սուրբ Եկեղեցու տոնացույցով, Տեառնընդառաջի տոնը բովանդակում է Մարիամ Աստվածածնի կողմից 40-օրական Հիսուսին Տաճարին ընծայելու խորհուրդը, անշարժ է և ամեն տարի նշվում է փետրվարի 14-ին:

 Տեառնընդառաջի տոնը Վիրահայոց թեմում նշվեց մեծ շուքով: Տոնին պատրաստվել էին թեմի հայաբնակ գրեթե բոլոր տարածաշրջաններում և մայրաքաղաքում: Տոնակատարութունը  թեմի եկեղեցիներում սկսվեց 2018 թվականի փետրվարի 13-ի նախատոնակով:

Թբիլիսիի Սուրբ Գևորգ առաջնորդանիստ եկեղեցում, Վիրահայոց թեմի առաջնորդի հանդիսապետությամբ և հոգևոր դասի մասնակցությամբ, տեղի ունեցավ նախատոնակ: Երեկոյան ժամերգությունից հետո կատարվեց Անդաստանի արարողություն, օրհնվեցին աշխարհի չորս կողմերը և մոմերը, իբրև Քրիստոսի լույսի խորհրդանիշ: 1.jpg

Հայ ժողովրդի սիրած Տեառնընդառաջի տոնը Ն.Ս.Օ.Տ.Տ. Գարեգին Բ Ամենայն հայոց կաթողիկոսի տնօրինաթյամբ հայտարարվել է նորապսակների օրհնության օր: Եկեղեցում էին գտնվում այն ամուսնական զույգերը, որոնք պսակադրվել էին անցած մեկ տարվա ընթացքում:

Հավարտ եկեղեցական արարողության, Սուրբ Գևորգ եկեղեցում հավաքված բազմությունը տեղափոխվեց եկեղեցու բակ: Ժողովրդին  ողջույնի խոսքով դիմեց Վիրահայոց թեմի առաջնորդ Գերաշնորհ Տեր Վազգեն եպիսկոպոս Միրզախանյանը, տոնի առիթով փոխանցեց Ամենայն Հայոց Հայրապետի օրհնությունը և շնորհավորանքը: Թեմակալ առաջնորդը 2 հորդորեց ներկաներին՝ հավատարիմ մնալ ավանդական և հոգևոր տոներին, համախմբված Հայ Առաքելական Սուրբ Եկեղեցու շուրջը՝ պահել ու պահպանել ազգայինը, հոգևորը:

 

3 Եկեղեցու բակում վառվեց Տեառընդառաջի ավանդական խարույկը և սկսվեց ճոխ համերգը, որը կազմակերպել էր Թեմի մշակույթի բաժինը տնօրեն Լևոն Չիդիլյանի գլխավորությամբ: Համերգի վարող Հենրիխ Պետրոսյանի հայտարարությամբ, իրար հաջորդեցին «Անի» (պարուսույց Անգելինա Նազարյան-Քոչյան և «Վանք» (պարուսույց Լիանա Կաշավանիձե) պարային համույթների ելույթները, մենակատարներ Հենրիխ Պետրոսյանի, Նինա Կարապետյանի, Ռուզաննա Միքայելյանցի ուրախ երգերը:

Հանդիսությամբ նշվեց Տեառնընդառաջի տոնը նաև Հավլաբարի Սուրբ Էջմիածին եկեղեցում: 4 Այստեղ նույնպես վառվեց ավանդական խարույկը, որի շուրջ տրվեց գեղեցիկ համերգ:Տրվեց համերգ Վիրահայոց թեմի «Հայարտուն» կենտրոնի «Տարոն» պարային համույթի (պարուսույց Սուրեն Աբրամյան), դուդուկի և դհոլի խմբակների (ղեկավարներ՝ Իվանե Մկրտչյան, Ռոբերտ 5 Կաշավանիձե),  մենակատարներ Աննա Բադալյանի, Անի Հովհաննիսյանի, Աիդա Բազոյանի մասնակցությամբ:  

Քաղաքի երկու թաղամասերում գտնվող հայոց եկեղեցիներում ուրախ երգն ու պարն ավարտվեց գեղեցիկ հրավառությամբ, հոգևոր սպասավորների նախաձեռնությամբ և խաչքավորներ Յուրի Երեմյանի ու Կարեն Սարգսյանի աջակցությամբ կազմակերպված հյուրասիրությամբ: 6

Տեառնընդառաջի տոնը ինքնատիպ ժողովրդական հանդեսով նշվեց Թեմի մյուս եկեղեցիներում:

Չնայած անձրևախառն եղանակին, Բաթումի Սուրբ Փրկիչ եկեղեցում  արժանապատիվ Տեր Արարատ քահանա Գումբալյանի կողմից կատարված նախատոնակի ժամերգությունից և նորապսակների օրհնությունից հետո Վիրահայոց թեմի Ալեքսանդր Մանթաշյանց կենտրոնի (տնօրեն Սոնա Հովհաննիսյան) գեղարվեստական խմբերի մասնակցությամբ ավանդական խարույկի շուրջ տրվեց  գեղեցիկ համերգ՝ նվիրված Տերունի տոնին:7

 Տեառնընդառաջի նախատոնակին, Ախալքալաքի Սուրբ Խաչ եկեղեցում, կատարվեց հանդիսավոր ժամերգություն և Անդաստանի արարողություն: 8 Հոգևոր հովիվներ  Արժանապատիվ Տեր Եղիշե ավագ քահանա Հարությունյանը և Արժանապատիվ Տեր Տաթև քահանա Մարուքյանը կատարեցին նորապսակների օրհնության կարգ, որից հետո եկեղեցու խաչի քավոր Մաթևոս Վարդանյանի կողմից, ով նույնպես նորապսակ է, նորապսակները ստացան նվերներ: Այնուհետև եկեղեցու բակում վառվեց ավանդական խարույկը և կատարվեց ժողովրդական տոնախմբություն՝ ավանդական դհոլ-զուռնայով։ 9

 Արժանապատիվ Տեր Տաթև քահանա Մարուքյանի կողմից նորապսակների կարգ կատարվեց նաև Կուլիկամի Սուրբ Երրորդություն եկեղեցում: Ամուսնացած զույգերը մասնակցեցին  10 ժողովրդական տոնահանդեսին, խաչի քավորի կողմից ստացան նվերներ և մասնակցեցին  հյուրասիրությանը:  

 Դիլիսկայի և հարակից գյուղերի հոգևոր հովիվ Արժանապատիվ Տեր Տիգրան քահանա Մխիթարյանը Տյառնընդառաջի արարողություններ կատարեց Կարծախի Սուրբ Հովհաննես Կարապետ եկեղեցում, Չամդուրայի Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ եկեղեցիներում։ Հավարտ ժամերգության՝ եկեղեցու բակում տեղի ունեցավ ժողովրդական տոնահանդես։ Չնայած գյուղում նորապսակներ չկային, բայց օրը չափազանց տոնական էր։ Եկեղեցու բակում էր հավաքվել ամբողջ գյուղը։Տոնական միջոցառմանը չխանգարեց անգամ ուժեղ ձյունը։ 12

Տեր Տիգրան քահանա Մխիթարյանը օրհնեց նաև  Վաչիանի Սուրբ Սիոն եկեղեցում հավաքված  նորապսակներին և նրանց հետ միասին մասնակցեց  եկեղեցու բակում կազմակերպված ժողովրդական տոնահանդեսին։ 13

Սուլդայի Սուրբ Խաչ եկեղեցում Դիլիսկայի և հարակից գյուղերի հոգևոր հովիվ Արժանապատիվ Տեր Տիգրան քահանա Մխիթարյանը ժամերգության ավարտին կատարեց  նորապսակների օրհնության կարգ, որից հետո եկեղեցու խաչի քավոր Սասուն Ավետիսյանի կողմից նորապսակները ստացան նվերներ: Այնուհետև եկեղեցու բակում վառվեց ավանդական խարույկը և կատարվեց ժողովրդական տոնախմբություն։ Արարողությանը ներկա էին նաև Էրինջա և Խավեթ գյուղերի նորապսակները։

Տյառնընդառաջի տոնը երկարամյա դադարից և եկեղեցու վերաբացումից հետո, առաջին անգամ նշվեց Լոմատուրցխի Սուրբ Ամենափրկիչ եկեղեցում:  Չնայած գյուղում նորապսակներ չկային, բայց 15Արագովայի և հարակից գյուղերի հոգևոր հովիվ Արժանապատիվ Տեր Թադեոս քահանա Տեր-Մկրտչյանը  հանդիսավոր ժամերգությունից հետո հավատացյալներին հրավիրեց եկեղեցու բակ, որտեղ վառվեց ավանդական խարույկը և կատարվեց ժողովրդական տոնահանդես:

14Նախատոնակի ժամերգությամբ, խարույկով, խինդով և ուրախությամբ անցավ Տյառնընդառաջը Նինոծմիմդայի գյուղերում: Տեր Արմաշ քհն Պողոսյանի  16 գլխավորությամբ, Ջիգրաշենի, Մամզարայի, Սաթխայի, Մեծ Արագյալի եկեղեցիներում անցկացված միջոցառումներին հազարավոր հավատացյալներ էին հավաքվել, մեծի մասամբ՝ երիտասարդներ, որոնք ավանդական զուռնայի խրոխտ հնչյունների տակ պարեցին ու  ցատկեցին խարույկի վրայով, եկեղեցու լույսը հասցրին իրենց բնակարանները: 17

Ուրախ ընթացավ տոնը նաև Ախալցիխեի Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ և Ծուղրութի Սուրբ Սիոն ու Ծիրայի Սրբոց Հրեշտակապետաց եկեղեցիներում:

Ախալցիխեի և հարակից շրջանների հոգևոր հովիվ՝ Արժանապատիվ Տեր Թորգոմ քահանա Վարդանյանը, շրջելով հայ առաքելական գյուղերով կատարեց նորապսակների օրհնության և անդաստանի կարգ։ 18

Երեկոյան Ախալցիխեի Սուրբ Գրիգոր Լուսավորիչ Եկեղեցին հերթական անգամ լի էր իր հավատացյալներով։ Բոլորն համախմբվել էին Եկեղեցում՝ մասնակցելու նախատոնակին և նորապսակների օրհնության կարգին։  Եկեղեցու խաչքավորը պատրաստել էր  նվերներ նորապսակների համար և օրհնության կարգի ավարտին անձամբ նվիրեց նորապսակներին։19

Ծալկայի շրջանի հայության  հոգևոր հովիվ արժանապատիվ Տեր Ղևոնդ քահանա Թոփաշյանը  շրջանի հայկական համայնքներում կատարեց Տեառնընդառաջի նախատոնակ:Վառվեց ժողովրդի համար ավանդություն դարձած խարույկը:Տեր հայրը ներկաներին բացատրեց օրվա խորհուրդը և կարևորությունը նախնիների ավադությունների:  Տեր Ղևոնդ քահանան կատարեց նորապսակների 20 օրհնության կարգ:

Փետրվարի 14-ին Վիրահայոց թեմի գործող եկեղեցիներում Տեառնընդառաջի տոնի կապակցությամբ մատուցվեց տոնական Սուրբ և Անմահ Պատարագ:

                                                                                         Վիրահայոց թեմի մամլո դիվան