საღმრთო ლიტურგია და საჩუქრების დარიგება არაგოვაში |
სიახლეები |
სამუშაო ვიზიტით ჯავახეთში მყოფი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ერთგული საერთო ეპარქიალური ვიკარიატის სოფლებში საღმრთო ლიტურგიის ჩატარების თავისი მისიისა, 2018 წლის 28 იანვარს, ეწვია ახალქალაქის რაიონის სოფელ არაგოვას. დღე სადღესასწაულო იყო, ადგილობრივი „სურბ გევორგ“ ეკლესია - ხალხმრავალი. ეპარქიის წინამძღვართან შესახვედრად და მისი კურთხევის მისაღებად იყვნენ მოსული არა მხოლოდ არაგოვას მორწმუნეები, არამედ მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები, „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის პერსონალი, მშობლები ბავშვებთან ერთად. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წინამძღვრის თანაშემწემ, დიაკვანმა გევორგ ანტონიანმა, და ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის მწიგნობრებმა. საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობდა მგალობელთა გუნდის გალობის თანხლებით. გუნდი მღვდლის მეუღლის, ნარინე ტერ-მკრტჩიანის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის წინა წლების აღსაზრდელების შემადგენლობით. თავისებური და ამაღელვებელი იყო წირვის ცერემონიალი, ვინაიდან ერთის მხრივ ჟღერდა ფსალმუნები, მეორეს მხრივ ისმოდა მათი მშობლების, ბაბია-ბაბუებთან ერთად ეკლესიაში მოსული ბავშვების ხმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მეუფე ვაზგენმა იქადაგა, ქადაგები შესავალი იყო: „ნება დართეთ მაგ ბავშვებს, რომ ჩემთან მოვიდნენ, და ნუ უკრძალავთ მათ, ვინაიდან მაგისთანებისი არის ღვთის სამეფო ..." (ლუკა .18.16), სათანადოდ განმარტა ქადაგების საიდუმლო. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აკურთხა ეკლესიაში მყოფი ბავშვები და მათი მშობლები, ვინაიდან ისინი ბავშვობიდან წმინდა ცერემონიების მონაწილედ ხდიან პატარებს, ეკლესიასა და რწმენას უახლოვებენ. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა არაგოვასა და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის თადეოს ტერ-მკრტჩიანის საქმიანობას, დამსწრეებს უსურვა მშვიდობიანი ცა და დღეგრძელობა. „სურბ გევორგ“ ეკლესიაში ჩატარებულმა საღმრთო ლიტურგიის თბილმა და მიმზიდველმა ატმოსფერომ გადაინაცვლა ასევე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეგიდით მოქმედი“ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღში, სადაც შეკრებილნი იყვნენ ბაღის აღსაზრდელები, ოცდაათამდე ბავშვი არაგოვადან და მიმდებარე სოფლებიდან. მეუფე ვაზგენმა აკურთხა და დააფასა საბავშვო ბაღის პედაგოგები, ხაზი გაუსვა ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების, განვითარების, განათლების და აღზრდის საქმეში მასწავლებლების და მშობლების როლს. ეპარქიის წინამძღვარი ბავშვებთან ხელცარიელი არ იყო მისული. ბავშვებს სიურპრიზი ელოდათ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ბავშვებს დაურიგა საახალწლო და საშობაო საჩუქრები. გერმანიის ქრისტიანული თემების გამოგზავნილი „საჩუქარი მეგობარს“ ყუთებმა დიდი ენთუზიაზმი გამოიწვია ბავშვებთან, მხიარული განწყობა გადაედო ასევე წინამძღვარს და დამსწრეებს. არაგოვას წმინდა ცერემონიის შემდეგ ეპარქიის წინამძღვარი ეწვია ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრს. აქ სომხური არმიის რეორგანიზაციის 26-ე წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული იყო სადღესასწაულო ღონისძიება. ღონისძიების ბოლოს, მეუფე ვაზგენმა დალოცა და მადლიერება გამოუხატა სამცხე-ჯავახეთის სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების საბჭოს კოორდინატორს, არტაკ გაბრიელიანს, და სრულიად სომხური მხარდაჭერის ფონდის მდივანს, კარინე თადევოსიანს, ეროვნული დღესასწაულების მაღალ დონეზე აღნიშვნის და ღონისძიებებში ჯავახეთის ახალგაზრდობის ჩართვისთვის. გვიან საღამოს, სამცხე-ჯავახეთის ეპარქიალურ ვიკარიატში მორიგი პასტორალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი დაბრუნდა თბილისში. |