1geo

fb you od

ეკუმენური ლოცვა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოში ეკუმენური ლოცვა ეწყობა 3 ათეული წლის მანძილზე და   აღევლინება      ქრისტიანული რელიგიის ოთხი სხვადასხვა მიმართულების  მორწმუნეთა და ეკლესიათა მიერ. ეს ეკლესიებია:  სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია,  საქართველოში რომის კათოლიკური ეკლესია,  საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია და საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია. წელს ერთიანობის ლოცვის ორგანიზატორი სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია იყო, რომელიც ასევე იქნება თავმჯდომარე საქართველოში მოქმედი ეკლესიათშორისი საბჭოში.1

2018 წლის 25 იანვარს თბილისში ეკუმენური ლოცვა აღევლინა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარში.

მშვიდობის და სიყვარულის სულისკვეთებით გამსჭვალული ქრისტიანების ერთიან ლოცვას ესწრებოდნენ, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო  და სრულუფლებიანი  ელჩი რუბენ სადოიანი,  პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო  და სრულუფლებიანი  ელჩი მარიუმ მაშკიევიჩი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო  და სრულუფლებიანი  ელჩი იოჰანეს დაუმი, უკრაინის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი   გიორგი ნაზაროვი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,   შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარასელია,   სახალხო დამცველის აპარატის 2ტოლერანტობის ოფისის  თანამშრომლები,  საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები,   დიპლომატები, სხვადასხვა ეკლესიების სასულიერო პირები, უამრავი მორწმუნე.

დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესი და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და თბილი მოკითხვა გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. ეპარქიის წინამძღვარმა გამოსვლაში ისაუბრა    ქრისტიანთა ერთად შეკრებასა და  ღვთის წყალობის თხოვნაზე, ასეთი შეხვედრების   მნიშვნელობაზე, ხაზი გაუსვა   ეთნიკურ  და რელიგიურ  მრავალფეროვნებას.  

მეუფე ვაზგენმა  ისაუბრა ეკუმენურ ლოცვასა და შეკრებების ტრადიციის ისტორიაზე, დააფიქსირა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის და მსოფლიოში გაფანტულ სომეხთა ეპარქიების მონაწილეობა ერთიან ლოცვებში, რომელიც ასევე ერთიანობის მოწოდებაა მსოფლიოში სისხლისღვრის და ტერორიზმის შეწყვეტის, ყველგან სამოქალაქო დაძაბულობის მოხსნის და მშვიდობის დამყარებისთვის.3

ღვთის სიტყვის   ერთობლივად მსახურების ამჟამინდელი დევიზი ბიბლიის  გამოსვლათა წიგნის    "უფალო, შენი მარჯვენაა განდიდებული", როგორც  განდიდება ჩვენი უფლისა, ქრისტიანული მემკვიდრეობის და კაცობრიობის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის.

ერთიან ლოცვას შეუერთდნენ   ამიერკავკასიის  კათოლიკეთა სამოციქულო სამმართველოს ლიდერი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა   არქიეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ამიერკავკასიაში ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ლიდერი ეპისკოპოსი მარკუს შოხი, საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ლიდერი 4ეპისკოპოსი  მერაბ გაფრინდაშვილი.   

და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული იყო ერთიანი ლოცვის მონაწილეთა ენა და კულტურა,   იგივე იყო ყველა ლოცვაში გაჟღერებული ქრისტიანთა   რწმენის აღიარება, ტყვეობიდან და ადამიანის ღირსების შელახვისაგან გათავისუფლების თხოვნა, მოწოდება ადამიანთა სულების ერთობით და ქრისტიანთათვის დამახასიათებელი სიყვარულით ავსების რწმენას. „ერთმანეთს ხელი ჩავკიდოთ, ხელბორკილების შეკვრის ნაცვლად, დავარღვიოთ ის და ქრისტეს სიყვარულით, რომლითაც აივსო ჩვენი გული, ვილოცოთ იმ სიტყვებით, რაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა“, - ნათქვამია ლოცვაში.  

ეკუმენური ლოცვა დასრულდა  ოთხ  ლიდერ   ეპისკოპოსთა მიერ    მათ მშობლიურ ენაზე  წარმოთქმული ლოცვითა და კურთხევით.

აშკარად შესამჩნევი იყო დიდი საორგანიზაციო სამუშაო, რომელიც განახორციელეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მსახურებმა და პერსონალმა, მღვდელ ნარეკ კუშჩიანის, მღვდელ სამველ 5თოროსიანის, დიაკვან გევორგ ანტონიანის, ეპარქიის სამართლებრივ საკითხთა და თანამშრომლობის განყოფილების დირექტორის მიქაელ ავაგიანის და სხვათა სახით. ლოცვის რიტუალურ ნაწილში სხვა ეკლესიებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურებმა, მრევლმა, „სურბ გევორგ“ ეკლესიის „მაკარ ეკმალიან“ გუნდმა.

ქრისტიანთა  ერთად ლოცვის ასი წლის ისტორიის მქონე  ტრადიციას საფუძველი  ჩაეყარა ევროპაში.   1910 წელს  ედინბურგის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქრისტიანთა შორის ერთიანობას გაამყარებს მისიონერული მოღვაწეობა და უშუალოდ ეკლესიები.   საქართველოში ეკუმენური ლოცვის  ერთ-ერთი ინიციატორი ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიაა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)