1geo

fb you od

საშობაო ზეიმი რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1დიდი ზეიმით აღინიშნა ქრისტეშობის დღესასწაული   ქალაქ რუსთავის  „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო,    საგანმანათლებლო, კულტურულ  და ახალგაზრდულ ცენტრში.  1

2018 წლის 21 იანვარს ცენტრში შეკრებილნი იყვნენ რუსთავის ახლად ჩამოყალიბებული სომხური სათვისტომოს  წევრები და მიმდებარე რაიონებიდან ჩამოსული სტუმრები, მონაწილეობდნენ სომხეთის  საელჩოს დიპლომატები, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ეპარქიის პერსონალი და თბილისიდან ჩასული     ახალგაზრდები. ღონისძიებაზე დასასწრებად სომხეთიდან იყვნენ ჩამოსული ნათელა და არკადი ღასაბიანების ოჯახი - ცენტრის მეგობრები, რომლებიც მხარს უჭერენ ცენტრის საქმიანობას.    2

ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა რუსთავისა და მარნეულის რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა   მღვდელმა ნარეკ   ღუშჩიანმა.3

ცენტრი  სათანადოდ იყო მომზადებული ღონისძიებისთვის, დამსწრეებს წარუდგინეს იესო ქრისტეს შობის თითქოსდა   ჭეშმარიტი სურათი, სადაც ბავშვებმა გამოსახეს წმინდა შობა, თავისი საიდუმლოებით, სადღესასწაულო ტრადიციებით და კეთილი რჩევებით.   ღონისძიება    მხატვრული გაფორმებით და შინაარსობრივად კარგი გემოვნებით იყო მიწოდებული.    

თვალშისაცემი იყო ის დიდი სამუშაო, რომელიც ჩატარებული იყო მასწავლებელთა მიერ - მონაწილეთა ლამაზი და შეცდომების გარეშე სომხური მეტყველებისთვის, რაც ხაზს უსვამდა მოწაფეთა 5ინტერესს და პატივისცემას მშობლიური ენის მიმართ.   

ღონისძიებას ასევე თან ახლდა მხატვრული ნომრები:  სიმღერა, ცეკვა,     დუდუკით შესრულებული მუსიკა, მხატვრული კითხვა, რითაც წარმოაჩინეს ამ რამდენიმე თვის განმავლობაში აღსაზრდელთა მიღებული ცოდნა.   

ზეიმის ბოლოს დამსწრეებს თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის კონსულმა ელინა მკრტჩიანმა, საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ სარგსიანმა, პრესსამსახურის პასუხისმგებელმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტიანმა, გაზეთ „ვრასტანის" რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხთა ეპარქიის პრესსამსახურის პასუხისმგებელმა სუსანა 6ხაჩატრიანმა. მათ ხაზი გაუსვეს იმ პროგრესს, რასაც მიაღწია ქალაქ რუსთავის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ სასულიერო,    საგანმანათლებლო, კულტურულმა და ახალგაზრდულ ცენტრმა თავისი არსებობის მოკლე პერიოდში. დაფიქსირდა  ასევე საქართველოში სომხეთის საელჩოს მიერ ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერის მზაობა.  

დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი.  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა  ვაზგენ 7მირზახანიანმა რუსთავის სომხური სათვისტომოს წევრებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა. დაფასების სიტყვაში ეპარქიის წინამძღვარმა გაამხნევა ცენტრის გარშემო კონსოლიდირებული აღსაზრდელები, მშობლიური ენის, ეროვნული კულტურის სწავლის და სასულიერო აღზრდის მიღების საქმეში გამოჩენილი აქტიურობისთვის.  

მეუფე ვაზგენმა დააფასა ასევე მშობლები, რომლებიც მამა ნარეკის ხელმძღვანელობით, ძალისხმევას და ენერგიას არ იშურებენ ცენტრის აღსაზრდელების ეკლესიის მცნებებით და ეროვნული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში.  

ღონისძიება გახდა იმის მოწმობა, რომ სომეხთა ეკლესიის მისია ქალაქ რუსთავში, „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის სახით, მიმდინარეობს სწორი მიმართულებით,    ამართლებს რა თავის მიზანს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)