1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო კუმურდოს სკოლის გახსნაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 16 იანვარს, ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში დღე საზეიმო იყო. სოფლის ქრონოლოგიის ამ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობდა არა მხოლოდ სოფლის მოსახლეობა, არამედ დედაქალაქ თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები.0

სკოლის შენობის თითქმის ოცი წლის უმოქმედობის შემდეგ, 3 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე, სომხებით დასახლებული ამ სოფლის მრავალი თაობის - კეთილმოწყობილი სკოლის ქონის ოცნება რეალობად იქცა. სკოლის ყოფილი კლუბის შენობაში განათლების მიღების ნაცვლად ბავშვებს 1შესაძლებლობა მიეცათ ისწავლონ კეთილმოწყობილ სკოლაში.

საზეიმოდ გაიხსნა შუშანიკ მღდესიანის ქველმოქმედებით ახლად აშენებული საჯარო სკოლის შენობა.

სპეციალურად ამ შემთხვევისთვის კუმურდოში იყვნენ ჩასული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მინისტრის მოადგილე ლია2 გიგაური, საქართველოს პარლამენტის წევრები დავით ჭიჭინაძე, რუსლან პოღოსიანი, ჰენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი აკაკი მაჩიტაძე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ქველმოქმედის წარმომადგენელი შირინიანი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, ახალციხის, ახალქალაქის და ნინოწმინდის რაიონების ხელისუფლების 3წარმომადგენლები, სხვა თანამდებობის პირები, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები.

საზეიმო გახსნას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა

ახლად აშენებული სკოლა გათვალისწინებულია 400 მოსწავლისთვის, აქვს საკუთარი საცურაო აუზი, ფეხბურთის სტადიონი. ამ საგანმანათლებლო ცენტრს უკავია 1700 კვადრატული მეტრი ტერიტორია, აღჭურვილია თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი ტექნიკით და ინვენტარით.

სტუმრებს მიესალმნენ სოფლის მერი არტურ კურღინიანი და ახალქალაქის რაიონის საკრებულოში კუმურდოს დეპუტატი აშოტ საჰარიანი.4

თავის მისალოც სიტყვაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ეთნიკური უმცირესობების განათლების და ინტეგრაციის საკითხები პრიორიტეტულად მიიჩნია. მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ქველმოქმედთა წვლილს ახალგაზრდა თაობის განათლების და აღზრდის საქმეში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სოფლებში სკოლები გახდება განათლების და კულტურის ცენტრები.

ცერემონია შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. დამსწრეებს გადასცა 5სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და კეთილი სურვილები - ადგილობრივ მცხოვრებლებს. მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა შესრულებულ სამუშაოს, კერძოდ, ქველმოქმედთა პატრიოტულ შემოწირულობას თანასოფლელთათვის. ეპარქიის წინამძღვარმა აღნიშნა, რომ განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლსაც შეუძლია სამყაროს შეცვლა. "დღესდღეობით განათლების როლი დღითიდღე იზრდება და ამის აშკარა მტკიცებულება დღეს კუმურდოში გახსნილი სკოლაა, სადაც ისწავლის მრავალი თაობა“, - თავის სიტყვაში ხაზი6 გაისვა მეუფე ვაზგენმა.

შემდეგ ახალქალაქის მერმა იურიკ უნანიანმა და კუმურდოს მერმა არტურ კურღინიანმა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ოქროს მედლით დააჯილდოვეს ქველმოქმედი შუშიკ მღდესიანი, მთავარი არქიტექტორი რუბენ ეღიაზარიანი და მშენებელი მისაკ კურღინიანი - ვერცხლის მედლებით. შემდეგ ქველმოქმედმა თავის ხელით გაჭრა გახსნის ლენტი , სტუმრებმა დაათვალიერეს ახლად აშენებული სკოლა. ღონისძიებას უძღვებოდა ახალქალაქის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)