1geo

fb you od

საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდის ცერემონია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12018 წლის 7 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის  ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია, რომელსაც მოჰყვა მიცვალებულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი.26239954

 მწირველმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მშვენიერ ქადაგებაში ასობით დამსწრეს მიაწოდა ერთადერთი და ღვთიური ჭეშმარიტება - ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობის, მისი უკვდავი მისიის მარადიულობის, სომეხთა რწმენის და ქრისტიანული დოქტრინის სიძლიერის შესახებ, ისურვა, რომ ახლო მომავალში კეთილმოწყობილი და ხალხმრავალი იხილოს ჩვენი ეკლესიები, 26678476რომლებიც დღითიდღე მატულობს.

მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა არა მხოლოდ ეკლესიის მსახურების და რაიონის სულიერი მოძღვრის, ღირსი მღვდლის არმაშ პოღოსიანის, არამედ  „რაფაელ ჯავახ“   საგანმანათლებლო და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის,  ჟორა სნხჩიანის, პედაგოგიური პერსონალის და ჯგუფების ხელმძღვანელების საქმიანობას, რაიონის ხელმძღვანელობას და ხალხს უსურვა    წარმატებები,  კეთილდღეობა და დღეგრძელობა.

საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, ეპარქიის წინამძღვრის ხელმძღვანელობით  ჩატარდა მიცვალებულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)