1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვია „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,    2017 წლის 26 დეკემბერს,  სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი  სერჟ სარგსიანი და მისი მეუღლე,    დელეგაციის წევრებთან ერთად, ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიას.

მაღალი რანგის სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ 1მირზახანიანი, მღვდელმსახურებთან ერთად.     

უძველეს  ეკლესიაში შეკრებილნი იყვნენ თბილისის    სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, საქართველოს სომხური სათვისტომოს წევრები, მრევლი.   

„სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიის „მაკარ ეკმალიან“ გუნდის შესრულებით გაიჟღერა საუფლო ლოცვამ.

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა.  მისმა 2ყოვლადუსამღვდელოესობამ დამსწრეებს გადასცა სრულიად სომეხთა კათოლიკოსის უწმინდესის და უნეტარესის გარეგინ მეორის კურთხევა და კეთილი სურვილები.

მეუფე ვაზგენმა ისაუბრა სამი ათასწლეულის ისტორიის მქონე საქართველოს სომხური სათვისტომოს არსებობაზე, რომელიც თავისი შემოქმედი შრომით, კანონმორჩილებით აგრძელებს საქართველოს  სამოქალაქო საზოგადოების წევრობას, რითაც ავითარებს და აღრმავებს ორი ქრისტიანი ერების ძმობას.  

ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრა საქართველოში სომხური ენის სწავლებით 4სკოლების,   კულტურული ცენტრების, სათვისტომოს სტრუქტურების შესახებ, რომლებიც სომეხ მოსახლეობას მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, სომხური კულტურისა და ხელოვნების განავითარების, სომეხთა სამოციქულო  ეკლესიის მცნებებით ცხოვრების და დედა სამშობლოსთან კავშირების განმტკიცების შესაძლებლობას აძლევს.     

მისმა  ყოვლადუსამღვდელოესობამ  ხაზი გაუსვა დედა სამშობლოს სახელისუფლებო ორგანოების - დიასპორის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროების მიერ საქართველოს სომხური სათვისტომოსა და მისი საქმიანობის მიმართ გამოჩენილ  მხარდაჭერას.

მეუფე ვაზგენმა ხაზი გაუსვა ასევე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან 5საქართველოს სომხური სათვისტომოს თანამშრომლობას.  

ეპარქიის წინამძღვარმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სომხობა არის ახლო დიასპორა, ისაუბრა სომხური საზოგადოების დედა სამშობლოსთან მუდმივი კომუნიკაციის,    სომხეთის და არცახის პროგრესის სიხარულზე.  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ  გამოსვლის დასასრულს სომხეთსა და საქართველოს უსურვა მშვიდობა,   მთელ მსოფლიოში გაფანტულ სომხებს - მხნეობა.

დელეგაციის წევრებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს სურბ სარგის მხედართმთავრის და „სურბ ვარდანანც“ სკინიებში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)