1geo

fb you od

შეხვედრები საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 16-17 დეკემბერს, საქართველოს სომხურ სათვისტომოში სტუმრობდა ერევნის შანგავითის ადმინისტრაციული რაიონის დელეგაცია, რაიონის გამგეობის კულტურის, განათლებისა და სპორტის დეპარტამენტის სპეციალისტის, გაიანე საროიანის, მე-5 კულტურის სახლის დირექტორის, გარნიკ შირინიანის, და სოლისტის, 13 წლის რიტა ჰოვანისიანის შემადგენლობით.1

ჯერ კიდევ 2016 წელს ერევნის შენგავითის ადმინისტრაციულ ერთეულსა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ალექსანდრ მანთაშიანც“ საგანმანათლებლო, კულტურის და ახალგაზრდულ ცენტრს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც რეგულარულად ხდება ურთიერთ ვიზიტები, ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები.

დედაქალაქ ერევნის შენგავითის ადმინისტრაციული ერთეულის დელეგაცია ჯერ ბათუმში ჩავიდა, ესტუმრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ალექსანდრ მანთაშიანც“ საგანმანათლებლო, კულტურის და ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც გაიმართა შეხვედრა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან.

სტუმრებს მიესალმა ცენტრის დირექტორი სონა ჰოვანისიანი, მოკლედ წარუდგინა 2ცენტრის საქმიანობის მიმართულებები, საბავშვო ბაღის, სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლების, შემოქმედებითი ჯგუფების საქმიანობის მიმართულებები.

სტუმრებს გამოსვლებით მიესალმნენ ცენტრის „აღბიურ“ სიმღერის გუნდის (ქორმაისტერი: რუზანა ოვანისიანი) უმცროსი და უფროსი ჯგუფების აღსაზრდელები. სოლისტმა რიტა ჰოვანისიანმა შეასრულა პატრიოტული და ეროვნული სიმღერები.

გარნიკ შირინიანმა ისაუბრა თანამშრომლობის გაგრძელებასა და სხვადასხვა კულტურული ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრა შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის, იმერეთის და გურიის სომხების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა.

შეხვედრამ ჩაიარა თბილ ატმოსფეროში.3

მომდევნო დღეს, 17 დეკემბერს, დედა სამშობლოდან ჩამოსული სტუმრები ჩამოვიდნენ თბილისში, მონაწილეობა მიიღეს „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში გამართულ „ღაფამის“ ფესტივალში. რიტა ჰოვანისიანმა დამსწრეებს აქაც საზეიმო განწყობა შეუქმნა თავისი ლამაზი გამოსვლით.

საქართველოს სომხეთა ეპარქიის კულტურის განყოფილება და შენგავითის ადმინისტრაციული ერთეულის დელეგაცია შეთანხმდნენ, გააგრძელონ თანამშრომლობა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)