1geo

fb you od

ღაფამის დღესასწაული ,,სურბ გევორგ“ ტაძრის ეზოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 17 დეკემბერს, თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის    ეზოში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ  გაიმართა ღაფამის (გოგრით მომზადებული ეროვნული კერძი) დღესასწაული, რომელიც ჩატარდა   საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით და „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით.  

სომხური სამზარეულო სომხური  ეროვნული კულტურის ნაწილია,    მისი სხვადასხვა გვერდების გათანამედროვება  სათემო ორგანიზაციების საქმიანობის  ერთ-ერთი DSC02877მიმართულებაა.    ამ მიზნით, საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ეწყობა ტრადიციული კერძების  ფესტივალები: ჰარისის, ქადის, ტოლმის და ღაფამის, რაც უკვე ტრადიციად იქცა.

ეკლესიის ეზოში ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივებულ მაგიდებზე განთავსებული იყო „შუშანიკ“ ორგანიზაციის და „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის წევრების, 104-ე სომხური სკოლის პირველკლასელთა მშობლების და თბილისელ სომეხ ქალბატონთა  მიერ მომზადებული   სამეფო გოგრებით  IMG 8396ღაფამა, ასევე მოშუშული და შემწვარი გოგრები, სხვადასხვაგვარი კერძები, ცხელი ჩაი და ყავა გოგრის მურაბითა და ჯემით, ჰალვითა და თაფლით.   

ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პერსონალი. სასიხარულო იყო დიპლომატებისა და   ახლად დანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლის, მერი სადოიანის, დასწრება. დღესასწაულთან დაკავშირებით ერევნიდან ჩამოსული იყო შენგავით ადმინისტრაციული ერთეულის დელეგაცია, კულტურის, განათლების და სპორტის განყოფილების სპეციალისტის, გაიანე საროიანის, და რაიონის გამგეობის მე-5 კულტურის სახლის დირექტორის, გარნიკ DSC02887შირინიანის, შემადგენლობით.   

დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატრიანი, ვინც ხაზი გაუსვა    სომხური ნაციონალური სამზარეულოს  პოპულარიზაციისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების თაობებისთვის გადაცემის მისიას, რასაც სიყვარულით ასრულებენ ეს სათემო სტრუქტურა და ეკლესიის მოყვარული ქალბატონები. გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ეს გემრიელი და სურნელოვანი   კერძი საუკუნეების მანძილზე  სომხების მიერ მზადდებოდა საახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე და იყო მხიარული სუფრის    მშვენება.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის კურთხევის სიტყვაში ხაზი გაუსვა  თბილისის სომხურ სათვისტომოში დამკვიდრებულ ეროვნული სამზარეულოს გათანამედროვების ტრადიციას, ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, მსგავსი ღონისძიებების საიდუმლოზე და ამ კონტექსტში - ასევე ახალი ინიციატივებისა და უკვე დაგეგმილი ღონისძიებების DSC02915შესახებ. მეუფემ მაღალი შეფასება მისცა თბილისის სომხურ სათვისტომოში სომხური კულტურის შენარჩუნებისკენ მიმართულ საქმიანობას, რომლის ნაწილია ასევე სომხური სამზარეულო.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატმა ჰარუთიუნ ჰაირაპეტყიანმა მაღალი შეფასება მისცა მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას, ხაზი გაუსვა საელჩოს მზაობას მხარი დაუჭიროს მსგავს ღონისძიებებს.   

შემდეგ ერევნის შენგავითის მე-5 კულტურის სახლის  სოლისტმა, 13 წლის რიტა ჰოვანისიანმა, შეასრულა პატრიოტული და ეთნოგრაფიული სიმღერები, რითაც IMG 8506დამსწრეებს საზეიმო განწყობა შეუქმნა.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა და მღვდელმსახურებმა აკურთხეს გოგრის სხვადასხვა სახეობით გაწყობილი სუფრები და სიმღერა „ღაფამის“ ჰანგების ქვეშ დამსწრეებს გაუმასპინძლდნენ ჩაით, რაშიც მონაწილეობდნენ   ტურისტები, მრავალეროვანი საქართველოს მოქალაქეები და სტუმრები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)