1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი ვაშინგტონში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12017 წლის 24-29 ნოემბერს, საქართველოს სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წინამძღოლთა   დელეგაციებმა  ამერიკის შეერთებული შტატებში 1მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა  დემოკრატიაში რელიგიის როლსა და   ანტიდასავლური პროპაგანდის თემას.  კონფერენცია 2ორგანიზებული იყო აშშ-ს „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. პროექტი განახორციელა სააქციო საზოგადოებამ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" (CDD), საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს (Good Governence Fund)3  ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში საქართველოს საელჩოს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან  თანამშრომლობით.   

დელეგაციის შემადგენლობაში  შედიოდნენ საქართველოს 4მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა თემის, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ეკლესიისა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენლები.   

კონფერენციის სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს5   ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

აშშ-ში ვიზიტი და  საერთაშორისო კონფერენცია 6განსაკუთრებული იყო, ვინაიდან საქართველოს სულიერი ცხოვრება წარმოდგენილი იყო ქვეყანაში მოქმედი  ტრადიციული რელიგიური თემების  ხელმძღვანელი პირების შემადგენლობით. კონფერენციამ დიდი წარმატება იქონია, და ფაქტობრივად  გარდატეხა შეიტანა საქართველოს სულიერი ცხოვრების შესახებ გარე სამყაროს წარმოდგენებში, გაიჟღერა სხვადასხვა რელიგიური დოგმების 7მიმართ   ქართული მართლმადიდებლური, კათოლიკური და მუსლიმური რელიგიური მიმართულებების მიდგომები. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა 8დააფიქსირა სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის მოსაზრებები.

ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში  სასულიერო პირებმა შეხვედრები გამართეს ასევე  სამოქალაქო საზოგადოების,   აკადემიური წრეების, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან.  დელეგაციის წევრებმა    მოინახულეს ვაშინგტონის 9ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ კაპიტოლიუმს, რუზველტის მონუმენტს, მერილენდში წმინდა   ნინოს სახელობის დედათა მონასტერს, ფილადელფიაში  - წმინდა გიორგის სამონასტრო კომპლექსს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი  იყო ვიზიტი კონგრესის ბიბლიოთეკაში და არქივის დათვალიერება. ბიბლიოთეკის სომხურ  და    ქართულ  განყოფილებებს წარმართავდა ჩვენი თანამემამულე ლევონ აფდოიანი. მან სიამოვნებით წარმოადგინა სომხური ხელნაწერები . საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა შეიტყო, რომ ბიბლიოთეკაში სომხური ლიტერატურა წარმოდგენილია 45 ათასი ერთეულით, აღფრთოვანებით დაათვალიერა აქ დაცული მე-16 საუკუნეში სომეხი მღვდლის მიერ შედგენილი საღმრთო ლიტურგიათა სქელტანიანი ხელნაწერი წიგნი, 10რომელიც სიმბოლოებით და მოხატულობით, სპეციალური განმარტებებით განასახიერებს სომეხთა ეკლესიის საღმრთო ლიტურგიის მთელ  მსვლელობას.   

ვიზიტის ფარგლებში  აშშ-ის სომეხთა  აღმოსავლეთ ეპარქიის წინამძღვრის, მისი   მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, არქიეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანის კურთხევით, მეუფე ვაზგენი ეწვია ვაშინგტონის ყოვლადწმინდა   ღვთისმშობლის სომხურ ეკლესიას, სადაც ადგილობრივმა სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ჰოვსეფ  კარაპეტიანმა თბილად მიიღო მეუფე ვაზგენი, წარმოუდგინა ვაშინგტონის სომხურ სათვისტომოში მიმდინარე    11საგანმანათლებლო, კულტურული და სულიერი საქმიანობა.

შემდეგ ფილადელფიის „სურბ ერრორდუთიუნ“ სომხურ ეკლესიაში მეუფე ვაზგენმა ღირსი მღვდლის, ჰაკობ გევორგიანის თანამონაწილეობით აღავლინა საღმრთო ლიტურგია, იქადაგა   ქრისტიანულ სიყვარულზე,  ერთობაზე, ისაუბრა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ცხოვრებაზე, საეპარქიო საქმიანობაზე. მისი ყოვლადუსამღვდელოესობა შეხვდა ადგილობრივ მორწმუნეებს, შეიტყო ეკლესიასა და სომხურ მოსახლეობას შორის არსებულ კავშირზე, მშობლიური ენის შენარჩუნებაზე და დაარიგა ისინი.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი დელეგაციის  წევრებთან ერთად  ეწვია აშშ-ში სომეხთის რესპუბლიკისა და   საქართველოს საელჩოებს, შეხვედრები გაიმართა ელჩებთან  ბატონ  გრიგორ ჰოვანესიანსა და ბატონ დავით ბაქრაძესთან.   

შეხვედრებზე ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს ახლდა კანადაში სომეხთა ეპარქიის ტორონტოს „სურბ ერრორდუთიუნ: სომხური ეკლესიის სულიერი მოძღვარი  და ვიკარიუსი ღირსი დეკანოზი ზარეჰ ზარგარიანი.

დააფასა რა აშშ-ში შესრულებული სამუშაო ვიზიტი და კონფერენციაში მონაწილეობა, 12საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხაზი გაუსვა იმას,   რომ პირველად გაიმართა  შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას  იღებდნენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები, სადაც მათ ისაუბრეს რწმენის თავისუფლების, აღმსარებლობათა ერთობებისა და განსხვავებების, მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების შესახებ, წამოწიეს დემოკრატიის ყველა ის პრობლემა, რომელიც არსებობს მთელ  მსოფლიოში.   ასევე მნიშვნელოვანი იყო ადამიანური ურთიერთობები, დაახლოება, რომელიც  ყალიბდება მოგზაურობების  და  ასეთი კონტაქტების დროს.

30 ნოემბერს დელეგაცია თბილისში დაბრუნდა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)