ბათუმის ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პარაკლისის ცერემონია |
სიახლეები |
2017 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიებში საკვირაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ საღმვდელოების მიერ ჩატარდა პარაკლისის ცერემონია, 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული საქართველოს უშიშროების სამსახურის სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის, და 25 ნოემბერს ბათუმის „ლეო გრანდ“ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპული 11 მოქალაქის სულის სიმშვიდისთვის. მორწმუნეებმა ლოცვა აღავლინეს და სანთლები დაანთეს უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნისათვის. საეკლესიო ცერემონიის შემდეგ, ბათუმის “სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის, მღვდელ არარატ გუმბალიანის თაოსნობით, მორწმუნეების, „ალექსანდრ მანთაშიანც“ ცენტრის თანამშრომლების და მასწავლებლების ჯგუფი მივიდა სასტუმრო „ლეო გრანდის“ ტერიტორიაზე. სულიერმა მამამ, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, მღვდელმსახურების, საეპოსკოპოსოს თანამშრომლების და „ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრის პერსონალის სახელით მიუსამძიმრა დაღუპულთა ნათესავებს, გაიზიარა ქართველი ხალხის მწუხარება. მათ ყვავილები მიიტანეს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე და მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინეს. |