1geo

fb you od

საბავშვო ევროვიზიის სომხეთის რესპუბლიკის წარგზავნილი ესტუმრა "ჰაიარტუნ" ცენტრს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-12017 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში სტუმრობდა „საბავშვო ევროვიზია-2017“ სიმღერის საერთაშორისო კონკურსში სომხეთის წარმომადგენელი მიშა (მიქაელ გრიგორიანი), პროდიუსერებთან, თანმხლებ ჯგუფსა და მშობლებთან ერთად.

დარბაზში ხალხმრავლობა იყო. თბილისელი სომხები, დიდი თუ პატარა ამ პატარა ვუნდერკინდის ცოცხალი შესრულების მოსასმენად, მასთან საურთიერთოდ და ჩვენი 1სამშობლოს ნიჭიერი, მხოლოდ 9 წლის პატარა ბიჭუნას მხარდასაჭერად იყო მოსული. მას გამარჯვება უსურვა ყველამ.

დარბაზში ადგილები ეკავათ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებს, მღვდელმსახურებს.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, ლევონ ჩიდილიანმა წარმოადგინა მიშას ბიოგრაფია. ის ვოკალით დაკავდა 4 წლიდან და განათლებას იღებდა პროდიუსერ ლირა ქოჩარიანთან, "არცახის ხმების“ ჯგუფის დამფუძნებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელთან.

მიშამ სომხეთი უკვე ბრწყინვალედ წარმოადგინა ბოლო საბავშვო „ახალ ტალღაზე“, დაიკავა კონკურსის მეორე ადგილი. მან იმღერა მსოფლიოში ცნობილ როკ-მუსიკოსის, სერჟ ტანკიანის, ვიდეორგოლში, გამოვიდა ასევე წლევანდელ „ავრორას“ დაჯილდოების ცერემონიაზე.

მიშა იქნება ევროვიზიის სიმღერის კონკურსში სომხეთის წარმომადგენელი ყველაზე 2პატარა მონაწილე. ნიჭიერი პატარას როგორც ვოკალური, ისე სამსახიობო უნარები ჩვენ გვაიმედებს, რომ იგი სომხეთს გამარჯვებას მოუტანს, - თავის სიტყვაში ბრძანა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალური პროგრამების პროდიუსერმა არტურ ასატრიანმა.

ლირა ქოჩარიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი წელს გამარჯვებით დაბრუნდება კონკურსიდან, რადგან ის დარწმუნებულია, რომ ნიჭიერი ბავშვი ნამდვილი მსახიობია, შრომისმოყვარე და ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული. მიშა კონკურსზე შეასრულებს სიმღერას „ბუმერანგი“, რომლის მუსიკის ავტორი ვაჰრამ პეტროსიანია, სიტყვების ავტორები ავეტ ბარსეღიანი, დავით წერუნიანი და არტურ აღეკიანი.

„კონკურსისთვის კარგად ვარ განწყობილი. იქ ვეცდები სიკეთის გავრცელებას, რათა ის ბუმერანგივით დაგვიბრუნდეს“, - განაცხადა 9 წლის მომღერალმა.

ანუშ ტერ-ღუკასიანმა, რომელიც თან ახლავს სომხეთის წარმომადგენელს, დამსწრეებს განუმარტა წელს კონკურსის ხმის მიცემის პროცედურაში შეტანილი ცვლილებები. 3ტელემაყურებელს შეუძლია ხმის მიცემის პროცედურას შეუერთდეს 24 ნოემბრიდან. ხმის მიცემა დაიწყება "საბავშვო ევროვიზიის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე“, და რაც მთავარია, სომხეთიდანაც შეიძლება მიშასთვის ხმის მიცემა. ხმები განაწილდება 50/50 და მაყურებლის ხმებს მიემატება ჟიურის შეფასებები.

შემდეგ მიშამ შეასრულა თავისი რეპერტუარის რამდენიმე სიმღერა, მათ შორის სიმღერა, რომელიც უნდა წარადგინოს კონკურსზე. მიქაელ გრიგორიანმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის ‘ნერსეს შნორჰალი“ გუნდთან ერთად შეასრულა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი, რის შემდეგაც ერთობლივად შესრულდა სიმღერა "სომხეთის არმია", დროშის ფრიალით.

გამარჯვების სურვილით და დამსწრეებისადმი მიმართული მოწოდებით - სატელეფონო ზარებით მხარი დაუჭირონ მიშას, გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს 4პირველი მდივანი არტურ სარგსიანი და ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერი მოძღვარი ღირსი მღვდელი ვირაპ ღაზარიანი.

მიშამ თანატოლებს საჩუქრები დაურიგა, თავისი ხელმოწერით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა გადაინაცვლეს „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, სადაც მამა ვირაპმა დამცავი ლოცვით დალოცა პატარა ნიჭიერი ბიჭუნა, ვინც სომხეთი უნდა წარადგინოს საბავშვო ევროვიზიაზე.

"საბავშვო ევროვიზია 2017" გაიმართება 26 ნოემბერს სლოგანით Shine Bright “ანათე“ კონკურსის მასპინძელ ქვეყანაში - საქართველოში, თბილისის სპორტის სასახლეში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)