დასრულდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალურ ვიკარიატში |
სიახლეები |
2017 წლის 22 ნოემბერს, დილით, დელეგაცია, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ხელმძღვანელობდა, ს ეწვია ახალქალაქის რაიონის სოფელ დილისკის “სურბ სარგის“ ეკლესიას, სადაც ბოლო თვეებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქველმოქმედ ნაირი ნაჰატაკიანის შემოწირულობით, ეკლესიაში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა, მათ შორის, ფრესკებით შეიმკო წმინდა საკურთხეველი, ნათლობის აუზი და სადიაკვნოები, კედლებს მოაცილეს დანესტიანებული ბათქაში და ქვიშით და ბათქაშით შეილესა და შეიღება. ასევე მოგვარდა სავენტილაციო და გათბობის საკითხი. ეპისკოპოსმა ვაზგენმა კურთხევა და მადლიერება გადასცა სულიერ მოძღვარს, მღვდელ ტიგრან მხითარიანს. წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა ნაირი ნაჰატაკიანს და მშენებელ ოსტატებს. მოგვიანებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს დელეგაცია გაემგზავრა ახალციხის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც ეპარქიის წინამძღვარსა და სტუმრებს დახვდა ცენტრის დირექტორი ნანული ქეჰეიანი, პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად. სტუმრები გაახარა საბავშვო ბაღისა აღსაზრდელების და მათი მშობლების დასწრებამ, რომლებსაც სტუმრების სახელით გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით. დირექტორმა ქალბატონმა ნანულიმ წარმოადგინა ცენტრში მიმდინარე სამუშაოები, ისაუბრა ასევე ცენტრის მომავალი შენობის აშენების პერსპექტივაზე. მან ასევე დასვა თემში საბავშვო ბაღის ქონის საკითხი. საქართველოში სომხეთის საელჩოს მრჩეველმა არტაკ გრაბსკიმ ცენტრის დირექციას აღუთქვა საელჩოს სრული მხარდაჭერა ნორჩი თაობის სომხური სულისკვეთებით აღზრდის საკითხში. ეპარქიის წინამძღვარმა ახალგაზრდული ცენტრის დირექციას მოუწოდა ადგილობრივ სასულიერო ინსპექციასთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებისა და ეკლესიის ეზოში მოწყობილი საეკლესიო და ეროვნული დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მეტად გამოცოცხლებისკენ. იმავე დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეწვია ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიას, სადაც ახალციხის და ბორჯომის სულიერ ინსპექტორ, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანსა და რაიონის სულიერ მოძღვარ მღვდელ თორგომ ვარდანიანთან ერთად აღავლინეს მადლიერების ლოცვა, რის შემდეგაც მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა წარმოადგინა ეკლესიის სამრეკლოს და მიშენებული შენობის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის და მომავალი სამშენებლო სამუშაოების გეგმები. ეპარქიის წინამძღვარმა სულიერ მოძღვრებს აცნობა, რომ ქრისტეშობის ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიას, 5 იანვარს, თვითონ აღავლენს „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში და თავის დარიგებას გადასცემს მორწმუნე მრევლს. გვიან საღამოს დელეგაცია, ჯავახეთში თავისი მისიის შესრულების შემდეგ, დაბრუნდა დედაქალაქ თბილისში. |