წიგნის პრეზენტაცია და ვიდეოფილმის პირველი ჩვენება |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატები, თბილისის სომხური სათვისტომოსა და ინტელიგენციის წარმომადგენლები, საზოგადოების წევრები. ღონისძიებას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ღონისძიებასთან დაკავშირებით სპეციალურად თბილისში იყო ჩამოსული წიგნის ავტორი სერგო ერიციანი, ვიდეოფილმის პროდიუსერ არმენ მურადიანის და ოპერატორ სამველ გალსტანის თანხლებით. ღონისძიებას ესწრებოდა ალექსანდრე თამამშიანცის ქალიშვილი, ნატალია თამამშიანცი. ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, რომელმაც წარმოადგინა პროფესორ სერგო ერიციანის მე-6 ვიზიტი "ჰაიარტუნ" ცენტრში, ხაზი გაუვა იმას, რომ სერგო ერიციანი თავის მოვალეობად მიიჩნევს ყოველ ჯერზე თბილისში ახალი წიგნით ჩამოსვლას, და თბილისელი სომხებისთვის "სომეხი დიდებული მეწარმე-ქველმოქმედები“ სერიიდან ერის ღირსეულ შვილთაგან ერთ-ერთის ისტორიის წარმოდგენას. ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ პროფესორი ერიციანი ერის დიდებულების: ალექსანდრე მანთაშიანცის, მიქაელ არამიანცის, ჰოვანეს ანანოვ-ჰოვნანიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას თბილისელებს წარუდგენს როგორც ვიდეოფილმებით, ასევე წიგნის შესახებ საუბრისას, პროფესორმა ერიციანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ წიგნი მოგვითხრობს თამამშიანცების ცნობილ საგვარეულოს ისტორიას, რომლის შთამომავლები დაკავებულნი იყვნენ არა მხოლოდ მეწარმეობით, არამედ აქტიურ საქველმოქმედო და სამოქალაქო საქმიანობას ეწეოდნენ. ისინი გულგრილნი არ იყვნენ სომეხი, ქართველი და სხვა ერების პრობლემების მიმართ, ხელს უწყობდნენ მათ განათელბას, განვითარებას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. თბილისში ცნობილ თამამშიანცების საგვარეულოს დიდი წარმატებები ჰქონდა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ისინი ეწეოდნენ ქველმოქმედებას - ააშენეს ოპერის თეატრი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, წყალგაყვანილობა, მონაწილეობას იღებდნენ ეროვნული პრობლემების გადაწყვეტაში, წყვეტდნენ უამრავ სოციალურ საკითხს. ავტორი თავის გამოსვლაში შეეხო იმ წარუშლელ კვალს, რომელიც თავიანთი მოღვაწეობის პერიოდში დაუტოვებიათ თამამშიანცებს სხვადასხვა ქალაქებში: სტავროპოლში, სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და ერევანში. ამ წიგნის გამოქვეყნების მიზანი იყო საზოგადოებისთვის აღნიშნული საგვარეულოს ადამიანური საუკეთესო თვისებების პალიტრის წარდგენა. სერგო ერიციანმა მადლიერება გამოუხატა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობას, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, ვისი მხარდაჭერით იბადება შემდეგ გაიმართა თამაშიანების საგვარეულოსადმი მიძღვნილი დოკუმენეტური ფილმების სერიიდან პირველი ფილმის ჩვენება. ფილმის ყურების შემდეგ გაიმართა მისი განხილვა. თავიანთი შთაბეჭდილებები და სურვილები დააფიქსირეს გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანმა, „კავკასიური სახლის" ჟურნალისტმა ვიქტორია მაქსოევამ და სხვებმა. მოისმინეს მოსაზრებები ვერის სასაფლაოზე თამამშიანცების საგვარეულოს აშენებულ „სურბ ხაჩ“ ეკლესიაზე, „ნორაშენის სურბ ასტვაწაწინ“ სერგო ერიციანს მიზნად აქვს დასახული თბილისში ყოველ ჩამოსვლაზე თავისი მორიგი წიგნის და ვიდეოფილმის პრეზენტაციის გამართვა. მან გამოაცხადა, რომ შემდეგი იქნება ალიხანიანების ოჯახი. ამ სერიის თითოეული წიგნი მიზნად ისახავს დავიწყებას გადაარჩინოს თბილისის სომეხთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის მქონე პიროვნებათა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია, მათი დატოვებული კეთილი კვალი. |