ჩარენცისეული ლოცვები ცენტრში „რაფაელ ჯავახ“ |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
კლუბ „პარნასის“ წევრებმა - ანნა აივაზიანმა, დიანა ალთუნიანმა, ჰრიფსიმე მურადიანმა, ჰასმიკ პოტოღლიანმა, მარინა ნორსოიანმა, ჰასმიკ ღაზარიანმა, ფიალა ბაბოიანმა, ლაურა მზიკიანმა მასწავლებლის დახმარებით აირჩიეს ჩარენცის ის ლოცვები, რომლებიც დიდებული პოეტის „ტაღარანის“ მშვენიერი გაგრძელებაა, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის არც ისე ცნობილი ნიმუშები. ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიების მიმდინარეობისას დეკლამატორები არა მხოლოდ გონივრულ პასუხებს სცემდნენ მასწავლებელ სათიკ სნხჩიანის დასმულ კითხვებს, არამედ დეკლამაციას ახდენდნენ სათანადო ოსტატობით, რისთვისაც იმსახურებდნენ დამსწრეთა ოვაციებს. ღონისძიების მუსიკალური გაფორმება უზრუნველყო „არავოტ ლუსო“ გუნდის ხელმძღვანელმა ირინა ღარსლიანმა. სოლისტების - არსენ აშჯოიანის, გორ ტერტერიანის, სუზანნა ელოიანის, როზა კულახსზიანის და გუნდის შესრულება ჰარმონიულად ლიტერატურულ-მუსიკალურ ღონისძიებას მაღალი შეფასება მისცა და დამსწრეებს კურთხევის სიტყვით მიმართა ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიის და რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა ღირსმა მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა. „რაფაელ ჯავახ“ ცენტრის ხელმძღვანელ ჟორა სნხჩიანისგან მონაწილეებმა საჩუქრად მიიღეს საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის მე -11 წელიწდეული. |