ახალგაზრდა გიტარისტის პირველი სოლო კონცერტი "ჰაიარტუნ" ცენტრში |
სიახლეები |
2017 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა გიტარისტის, ლევონ ალოიანცის, პირველი სოლო კონცერტი. დარბაზში ხალხმრავლობა იყო. სიმებიანი მუსიკის თაყვანისმცემლები და დამფასებლები, ახალგაზრდა გიტარისტის ახლობლები და მეგობრები მოსულები იყვნენ ლევონის კლასიკური და ფლამიგო შესრულებების მოსასმენად, რომელთა ფლობა გახდა ნიჭიერი ახალგაზრდის ცხოვრების მიზანი. დამსწრეებს მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი, წარმოადგინა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიასთან მოქმედი ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტი ლევონ ალოიანცი, ვისაც ინსტრუმენტულ ანსამბლებთან არაერთხელ მიუღია მონაწილეობა „კარიტასის" საქველმოქმედო კონცერტებში, მაგრამ თანამემამულეთა წინაშე გამოსვლა უფრო რთული და საპასუხისმგებლო იყო. ახალგაზრდას შედგენილი ჰქონდა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა საავტორო სხვადასხვა ნაწარმოებების შესრულებით მაყურებლისთვის სიმებიანი მუსიკის ლამაზი კონცერტის ჩუქება. ახალგაზრდა ღელავდა, მაგრამ მალევე დაიმორჩილა გიტარის სიმები და შეასრულა სულშიჩამწვდომი მგზნებარე, მედეგი მელოდიები და დაიმსახურა მაყურებლის ოვაციები. ატმოსფერო უფრო დათბა და ამაღელვებელი გახდა, როდესაც ლევონ ალოიანცმა არნო ბაბაჯანიანის „ელეგიის“ შესრულება მიუძღვნა დედამისს - დარბაზში მყოფ ქალბატონ გაიანე ჰოვსეფიანს. შემდეგ ლევონ ალოიანცს შეუერთდა "ჰაიარტუნ" ცენტრის საესტრადო საკრავების ანსაბლი „ჰაიოს ბენდი“, რამდენიმე მელოდია ერთად შეასრულეს. ახალგაზრდის მისამართით ითქვა დაფასების და კეთილი სურვილების სიტყვები: „ჰაიოს ბენდ“ საესტრადო ჯგუფის ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა ვლადიმირ ასატუროვმა, ვინც ყურადღებით ადევნებდა თვალს ახალგაზრდის შესრულებებს, გამამხნევებელი სიტყვით მიმართა მას და მოუწოდა ერთგულებით და შრომით კიდევ უფრო დახვეწოს საშემსრულებლო ხელოვნება. სოლო კონცერტის დასასრულს ლევონ ალოიანცმა მადლიერებს სიტყვით მიმართა თავის მასწავლებლებს - ალექსანდრე გალუსტოვს და გიორგი ცაგარეიშვილს, ვინც მას ექვსი წლის განმავლობაში ასწავლის სიმების ზღაპრულ კურსს. მადლიერებით მიმართა სომხური კათოლიკური ეკლესიის არქიმანდრიტს მიქაელ ხაჩქარიანს, ვისი წყალობითაც მას შეუყვარდა სიმებიანი საკრავები და ინტერესი გაუჩნდა მათ მიმართ. ახალგაზრდა გიტარისტმა გამოსვლა დაასრულა მადლიერების სიტყვით, რომლითაც მიმართა "ჰაიარტუნ" ცენტრს, რომელიც ახალგაზრდებს თვითგამოხატვის და სოლო კონცერტების ჩატარების საშუალებას აძლევს. კონცერტი დასრულდა აუდიტორიის მაღალი განწყობით, რომელიც შეექმნათ ახალგაზრდა გიტარისტის კონცერტით. |