სუსანა მკრტჩიანის მინიატურული ფერწერა ბიბლიურ თემებზე |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
ცნობილი მრავალ ჟანრში მოღვაწე მხატვარი ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წინაშე წარსდგა ქსოვილზე შესრულებული მინიატურული ნამუშევრებით, რაც მისი უსაზღვრო ნიჭის მშვენიერი გამოვლინებაა. ქსოვილზე ფართო პალიტრით წარმოდგენილი იყო მაცხოვრის ცხოვრება, მისი ამ ქვეყნად მოვლინების ხარებიდან ზეცაში ამაღლებამდე, გამოფენის სახელწოდების ჰარმონიაში - “ ხარებიდან ამაღლებამდე, ანუ დიდ მარხვამდე“.
თავისი დასწრებით გამოფენას პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის სუსანა მკრტჩიანი უცნობი არ იყო თბილისის სომხური სათვისტომოსთვის. მხატვრის ნამუშევრები ქანდაკების და ფერწერის უნიკალური სინთეზია, ოსტატურად შესრულებული პრინციპულად რთული და შრომატევადი პროცესის მშვენიერი ნიმუშები. ბარელიეფური ნამუშევრების შემდეგ დამთვალიერებელს ჰქონდა მხატვრის შემოქმედებით სამყაროსთან შეხების დიდი სურვილი, რაც განხორციელდა ქალბატონი სუსანას განზრახვით სპეციალურად თბილისელი სომეხი დამთვალიერებლისთვის შესრულებული მინიატურული ფერწერით.
გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა, წარმოადგინა მხატვრის შემოქმედებითი ფართო სამყარო, ბუნებით მინიჭებული ნიჭი. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ სუსანა მკრტჩიანი, ვისი ნამუშევრები გამოფენილი ყოფილა მსოფლიოს ორმოცამდე ქვეყანაში, მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს, მისი ნამუშევრების ამ ცენტრში მეორედ გამოფენისთვის. ნიჭიერმა მხატვარმა დიდი სიყვარულით ეპარქიას აჩუქა მისი ხელით დამზადებული ბაირაღი, მეუფე ვაზგენს და ლევონ ჩიდილიანს კი „ნარეკის“ ბოლო გამოცემა.
დიდი პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული სიყვარულით მომზადებულ გამოფენაზე მხატვარი ჩამოვიდა თავისი ოჯახის წევრებთან ერთად და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ შეხვდება თბილისის ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას, ამჯერად ზეთის საღებავებით შესრულებული ტილოებით. |