წმიდა მახარებლების დღესასწაული აღინიშნა სოფელ წითელის „სრბოც ავეტარანჩაც“ (წმინდა მახარებელთა) სამლოცველოში |
![]() |
![]() |
![]() |
სიახლეები |
დღის საიდუმლოსთან დაკავშირებით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით მოეწყო თბილისელი სომეხი მორწმუნეების მომლოცველობა წმინდა სოფელ წითელში იყო ჩასული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მღვდელმსახურთა თანხლებით. სოფლის ცენტრში ეპარქიის ლიდერი ესაუბრა ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებსა და ერის ღირსეულ შვილებს. მორწმუნეებით სავსე „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით საღმრთო ლიტურგია აღავლინა თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა.
საღმრთო ლიტურგიის დროს საგალობლებს ასრულებდა თბილისიდან ჩასული „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდი. ღვთისმსახურების დროს სოფლის პატარები არ სცილდებოდნენ ეპარქიის წინამძღვარს რიტუალების დასრულებამდე და ბოლოს მორწმუნეებთან და მომლოცველებთან ერთად მიიღეს წმინდა ზიარებაც. მარნეულის რაიონის სოფელ წითელში 200 კომლი ცხოვრობს, სოფელს 100 წლის ისტორია აქვს. აქ ძირითადად დასავლეთ სომხეთიდან აყრილი სომხების შთამომავლები ცხოვრობენ. მათ შენარჩუნებული აქვთ ენა, სარწმუნოება და ეროვნული ღირებულებები. 2012 წელს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მხარდაჭერით და ადგილობრივების დაფინანსებით აქ აშენდა და საზეიმოდ იქნა ნაკურთხი „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველო. „სრბოც ავეტარანჩაც“ სამლოცველოში მღვდელმსახურები პერიოდულად საღმრთო ლიტურგიას აღავლენენ და საეკლესიო ცერემონიებს ასრულებენ. სოფლის ღირსეული შვილების მხარდაჭერით, სომეხთა გენოციდის მე-100 წლისთავთან დაკავშირებით აქ აღმართეს გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი. |