ანსამბლ "ბოჰემის" კონცერტი „გაბზარული დუმილი“ |
სიახლეები |
2017 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ერევნის ანსამბლ „ბოჰემის“ ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო, სახელწოდებით „გაბზარული დუმილი“, რომელიც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევით, ღონისძიება ინიცირებული იყო ჟურნალ “ერევაკის“ მთავარი რედაქტორის და დირექტორის, გევორგ თადევოსიანის, და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების მიერ. პროგრამა წარმოადგინეს პოეტმა გორ ჰარუთიუნიანმა, მუსიკოს-შემსრულებლებმა ვაჰე ქოჩარმა, რუბენ ქამალიანმა და გაგიკ შიბოიანმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკი, ღირსი მღვდელი მანუკ ზეინალიანი, თბილისელი სომეხი მორწმუნეები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, ახალგაზრდები. საღამო დაიწყო ვიდეომასალით ანსამბლის საქმიანობის შესახებ, რომელიც დამსწრეებს განაწყობდა მოსალოდნელი სიურპრიზისთვის, რომელიც მათ ელოდათ მომდევნო ორი საათის განმავლობაში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი მიესალმა სტუმრებს, წარმოადგინა ანსამბლის ორიგინალური ხელოვნება. ტრადიციულ ლიტერატურულ, მუსიკალურ ჩარჩოებს მიღმა ლიტერატურის და მუსიკის ჰარმონიული სინთეზი, ნამდვილად სიურპრიზი იყო დამსწრეთათვის. ახალგაზრდა ხელოვანები წარმოადგენდნენ თავიანთ ხელოვნებას, რომელიც შეიქმნა ჩვენი სახეობის, გონივრული ადამიანის არსებობის წონასწორობის ბერკეტის დასაბალანსებლად, სამყაროს სრულყოფისათვის. ისინი საუბრობდნენ მნიშვნელოვან მომენტებზე, საუბრობდნენ, რომ ეს წამი გამხდარიყო მარადიული, ცდილობდნენ ხელოვნების მეშვეობით ცნობიერების და ემოციების დაკავშირებას, ხალხის განათლებას. ახალგაზრდებს ინტელიგენტის თავიანთი იდეალი ჰყავთ - პოლიტიკური და სამოქალაქო სწორი პოზიციის მქონე ინტელიგენტი, რომელიც გმირად იქცევა თუმანიანის მაგალითით, ვინც ხელოვნებას ქმნიდა სიძნელეში, ვალებში ... უკვდავების თავის გზას იკვალევდა არა მხოლოდ ლიტერატურით, არამედ მისთვის ყველაზე ძვირფასთან - ათ შვილთან ერთად თავის თავიც მიუძღვნა ამ გზას ... ანსამბლი"ბოჰემი" დაარსდა 2016 წლის მარტში. ცოტა ხნის შემდეგ ანსამბლმა დაიმსახურა იმ ხალხის სიყვარული, ვინც იზიარებდა მათ ემოციებს, გრძნობებს, დამოკიდებულებას და მისიას. მისია კი ეროვნულის შენარჩუნებაა, არა ეგოცენტრული, არამედ იდეოლოგიაზე ორიენტირებული ეროვნულის შენარჩუნება, იმ ერის მსახურისთვის, ვისაც ისტორიული მეხსიერება აქვს, ესთეტიკური გრძნობები ... "ფორმისა და შინაარსის ძიებაში „ბოჰემელები“ განაგრძობენ და მნიშვნელობას ანიჭებენ არა შედეგს, არამედ ქმნიან პროცესს და ამ გზაზე აუდიტორიას ჩუქნიან ლამაზ წუთებს. ესაა იმის მიზეზი, რომ დღითიდღე ფართოვდება მათი აუდიტორია. პროგრამის დასასრულს ანსამბლი და ღონისძიების ორგანიზატორები დალოცა ეპარქიის წინამძღვარმა. მეუფე ვაზგენმა თავის გამოსვლაში მაღალი შეფასება მისცა ანსამბლის საქმიანობას, ხანგრძლივი მიძინების შემდეგ მათში დაინახა აღორძინების სხივი, რომელიც მოდის „ჩვენი სახლის იმ თაღების გასამყარებლად, რომლებიც შიგნიდანაა მორყეული“. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მსგავსი საღამოები სულიერი, საგანმანათლებლო და კულტურული მისიის ნაწილია და ძალზედ სერიოზული გაკვეთილი შეიძლება იყოს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. არატრადიციული პროგრამა თბილად იქნა მიღებული. დამსწრეთათვის აღმოჩენა იყო ხელოვნების ეს ფორმა. სასიხარულო იყო, რომ დედა სამშობლოში ხელოვნების სფეროში არის პროგრესი, უფრო სასიხარულო, რომ საქართველოში მცხოვრებ სომხებს აქვთ შესაძლებლობა იყონ ამ პროგრესის თვითმხილველნი და მონაწილენი. |