1geo

fb you od

სტუმრები აშშ-დან, ჰამშენიდან და სომხეთის რესპუბლიკიდან ეწვივნენ ახალციხეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1-750x450 

2017 წლის 2 ივლისს, ახალციხეს ეწვივნენ   სტუმრები აშშ-დან, ჰამშენიდან და სომხეთის რეპუბლიკიდან და მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე ღონისძიებაში. ბავრის სასაზღვრო პუნქტთან გენერალ არშალუის ფაიტიანს და აშშ-ს ქალაქ გლენდელის   საქალაქო საბჭოს წევრ ზარეჰ სინანიანს  დახვდნენ  ახალციხისა და ახალქალაქის წარმომადგენლები.  სტუმრები სამველ პეტროსიანის მიწვევით ეწვივნენ სოფელ ვარევანში პეტროს აბაჯიანის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც დაიღუპა არცახის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

ახალქალაქიდან სტუმრები ჩავიდნენ ახალციხის „გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში, სადაც სტუმრებს პურითა და მარილით დახვდნენ სამცხე-ჯავახეთის მედია კვლევის ცენტრის დირექტორი ედუარდ აივაზიანი, ახალციხის სულიერი ინსპექტორი მღვდელმონაზონი ჰაკობ საჰაკიანი და   საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე, ხალხთან ერთად.  მღვდელმონაზონმა ჰაკობ საჰაკიანმა სიგელები გადასცა ზარეჰ სინანიანს და ვაშინგტონის სომხური სათვისტომოს წარმომადგენელს,  Policy Forum Armenia ცენტრის ხელმძღვანელს, დავით გრიგორიანს, რის შემდეგაც სტუმრები ეწვივნენ „სურბ ნშან“ ეკლესიას, აქვე გაეცნენ სურბ ნშანის ისტორიას და მის ამჟამინდელ სტატუსს.

შემდეგ სტუმრებმა,    ადგილობრივებთან ერთად, გვირგვინებით   შეამკეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარ-მემორიალი, ახალციხის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალულ კარაპეტ ბაგრატუნის საფლავ- მავზოლეუმი, 1918 წელს, ახალციხის თავდაცვის გმირთა ხსოვნის  მონუმენტი.

ბოლოს დელეგაცია ეწვია ახალციხის ცენტრალურ პარკს და გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი.

ღონისძიება დასრულდა რაბათის ციხეში გამართული მიღებით.

3 ივნისს დილით, ახალციხის მერიაში, ქალაქის მერთან, ვლადიმერ ზედგენიძესთან ერთად, სტუმრები   მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი კოპაძემ. შეხვედრისას  ყურადღება დაეთმო ქართულ-სომხური და სომხურ-ამერიკული, ასევე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების   განვითარებას.

ზარეჰ  სინანიანმა სიგელები გადასცა    ადგილობრივი ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მომუშავე სომხებს, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანს   და  სამცხე-ჯავახეთის მედია კვლევის ცენტრის დირექტორს, ედუარდ აივაზიანს.

ახალციხის მერმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა სუვენირები გადასცეს ახალციხეში ჩასულ სტუმრებს.  

იმავე დღეს სტუმრები შეხვდნენ ქალაქის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ქართული  № 1 სკოლის მასწავლებლები.

სტუმრები USAID- ის დემოკრატიისა და ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ ქალაქის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს, სადაც განიხილეს ადგილობრივი სომხებისთვის მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხი.   

ბოლოს სამცხე-ჯავახეთის მედია კვლევის ცენტრის დირექტორმა, ედუარდ აივაზიანმა, სომხურ-ქართულ ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის წერილები გადასცა დეპუტატ გიორგი კოპაძეს და ყოფილ დეპუტატ გოჩა გვარამაძეს, ზარეჰ სინანიანმა კი გოჩა გვარამაძეს გადასცა გლენდელის საქალაქო საბჭოს სიგელი.

სტუმრები ეწვივნენ ასევე პატარა პამაჯის სკოლას და შეხვდნენ სკოლის პედაგოგებს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)