1geo

fb you od

„ნერსეს შნორჰალი“ გუნდის ერთი წლის სამუშაოს ანგარიში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 28 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის  საანგარიშო კონცერტი     (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი:   კარენ მირზოიანი).

საანგარიშო კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის   მღვდელმსახურები, ეპარქიის     პერსონალი, სტუმრები, მშობლები. კონცერტს თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა არტურ სარგსიანმა.

ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.

 ღონისძიება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

„ჰაიარტუნ“  ცენტრის   ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ გუნდი  "ნერსეს შნორჰალი"  ჩამოყალიბდა  "ჰაიარტუნ" ცენტრის გახსნასთან თანადროულად,  და ქორმაისტერ მარია აბულიანის ძალისხმევით     დღითიდღე დაიხვეწა და   გაიფართოვა   რეპერტუარი და მიაღწია საშემსრულებლო ოსტატობას.

გუნდი არის სიმღერისა და მუსიკის დამუშავების ის სკოლა, სადაც სწორად მიმართული მეცადინეობებით ბავშვებს უმუშავდებათ ვოკალური მონაცემები, მრავალი სომეხი ახალგაზრდა სწავლობს სომხურ კულტურას და ხდება სომხური კულტურის გავრცელების ერთგულად.   

დასკვნით  კონცერტზე გუნდის წევრებმა  ანი თოროსიანმა, ანი მიქაელიანმა, ანა ბაიაზინმა, რუზანა მიქაელიანცმა, ერა მინასიანმა და დონარა არსენიანმა თავიანთი სოლო შესრულებებით წარმოადგინეს ვოკალური ხელოვნების სხვადასხვა ჟანრი -  ეროვნული,  ხალხური, საესტრადო და თანამედროვე. ბევრი მათგანი გაიზარდა ამ გუნდთან ერთად და მღერის ასევე "სურბ გევორგ" საკათედრო და "სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიების მგალობელთა გუნდებში, ასევე „ჰაიოს ბენდ“    ვოკალურ-ინსტრუმენტულ  ანსამბლში.

"ნერსეს შნორჰალი" გუნდი, ასევე ზრუნავს  ხვალინდელ დღეზე - „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებიც პირველად გამოვიდნენ კონცერტზე.    

წლის განმავლობაში დამუშავდა და დაიხვეწა გუნდის წევრების საშემსრულებლო ხელოვნება,   აშკარად იგრძნობოდა  პროგრესი. გუნდმა, გარდა სომხური ეროვნული, ხალხური, ეთნოგრაფიული სიმღერებისა, პირველად შეასრულა გევორგ სნხჩიანის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის    ნაწარმოებებით  დაწერილი სიმღერები ქართულ, რუსულ და სხვა ენებზე.   

კონცერტის ბრწყინვალე დასრულება იყო   "ჰაიარტუნ" ცენტრის "ნერსეს შნორჰალი“ გუნდის, „ჰაიოს ბენდ“   ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, დოლისა და დუდუკის ჯგუფების მონაწილეობით შესრულებული არა გევორგიანის „არცახ“ მელოდიის მშვენიერი კომპოზიცია.  

„ჰაიარტუნ" ცენტრის "ნერსეს შნორჰალი“ გუნდის, 2016-2017 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტმა დაიმსახურა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის მაღალი შეფასება. ეპარქიის წინამძღვარმა კმაყოფილების სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორს,   ლევონ ჩიდილიანს, ცენტრის     საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვისათვის, სომხური სულისკვეთების შენარჩუნებისთვის. მეუფემ ასევე მაღალი შეფასება მისცა „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის ქორმაისტერ მარია აბულიანს, პიანისტ    კარენ მირზოიანს, დუდუკის და დოლის ჯგუფების მასწავლებლებს - ივანე მკრტჩიანს, რობერტ კაშავანიძეს, „ჰაიოს ბენდ“  ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის ხელმძღვანელს, მუსიკოს  ვლადიმერ ასატუროვს, ახალგაზრდებში სომხური კულტურის მიმართ სიყვარულის განვითარების და ინტერესის გაღვივებისთვის. ხაზი გაესვა ასევე სხვა ერების კულტურათა ნიმუშების წარმოდგენის ოსტატობას.

1 4 5 6 

7 8 9 11 

2 3 12 10 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)