1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო დევნილთა დღისადმი მიძღვნილ კონცერტში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

taron 

2017 წლის 20 ივნისს, თბილისში ვარდების ბაღში გაიმართა დევნილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც   ორგანიზებული იყო საქართველოში გაეროს ასოციაციისა და დევნილთა ინტეგრაციის "ღია კარი" ცენტრის მიერ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი,   გაეროს გადაადგილებულ პირთა საქმეებით  უმაღლესი კომისარიატის   წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში იოჰანეს ფან დერ კლაუ, დევნილები ერაყიდან, სირიიდან, უკრაინიდან,  აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, საქართველოს მრავალეროვანი მოსახლეობის   წარმომადგენლები, მშობლები და ბავშვები.

ღონისძიება გახსნა საქართველოში   გაეროს ასოციაციისა და დევნილთა ინტეგრაციის "ღია კარი" ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა ჩიჩუამ.

საქართველოს მრავალეროვნული მოსახლეობის მონაწილეობით წარმოდგენილ იქნა მრავალეროვანი და ლამაზი საკონცერტო პროგრამა.   არაბულ და ქართულ ენაზე სიტყვით გამოვიდნენ გადაადგილებულთა შვილები, დევნილი ქალბატონები.    

კონცერტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრმა.  მედუდუკეთა ჯგუფი,  ივანე მკრტჩიანის და რობერტ კაშავანიძის  ხელმძღვანელობით, გამოვიდა მელოდიით   "თბილისური ესკიზები", „ტარონ“ ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა, სურენ აბრამიანის ხელმძღვანელობით, შეასრულა ცეკვა „კარნო ქოჩარი“. „ჰაიარტუნ“ ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების გამოსვლა დამსწრეებმა მხურვალე ტაშით და განსაკუთრებული სითბოთი მიიღეს. გაეროს უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა პირადად გადასცა „ჰაიარტუნ“ ცენტრს (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) სიგელი, გამომსვლელებს - საჩუქრები.    

სხვადასხვა ქვეყნებიდან  ემიგრირებულ  და თბილისში დასახლებულ დევნილებს  სადღესასწაულო დღეს გამოსვლები მიუძღვნეს   უკრაინული, აზერბაიჯანული, რუსული და აფხაზური თემების წარმომადგენლებმა.

1 2 3 4 

5 6 7 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)