ამჯერად ოქროს მედალი მიენიჭა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ტარონ" ქორეოგრაფიული ანსამბლის უმცროს მოცეკვავეთა ჯგუფს |
სიახლეები |
2017 წლის 17 ივნისს, თბილისში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის სპორტის სასახლეში გაიმართა ქართული საერთაშორისო ცეკვის ფესტივალი რომან არჯაიას სახელობის თასისთვის. ფესტივალი მიეძღვნა ტურნირის მე-20 წლისთავს. ორგანიზატორები იყვნენ WDC # ADC საქართველოს ცეკვისა და სპორტული ცეკვების პროფესიონალთა ეროვნული საბჭო და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლები. ერთმანეთის მიყოლებით შესრულდა ეროვნული და ხალხური ცეკვები: აფხაზური, ოსური, ბოშური, ესპანური, ლათინურ ამერიკული, ინდური, მოლდოვური, საქართველოს ეთნიკური უმცირესობების და სხვა. უკვე მეორე წელია ფესტივალში მონაწილეობს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) "ტარონ" ქორეოგრაფიული ანსამბლი. ქორეოგრაფ სურენ აბრამიანის გადაწყვეტილებით, ფესტივალზე „კარნო ქოჩარი“ და „შავალი-ხოშ ბილაზიკ“ ხალხური ცეკვების შესრულებით გამოვიდა ანსამბლის უმცროს მოცეკვავეთა 7-12 წლი 22 მოზარდისგან შემდგარი ჯგუფი. ანსამბლმა მედეგი და ცეცხლოვანი ცეკვების მშვენიერი შესრულებით მაყურებლის ყურადღება, სიმპათია და მხურვალე ტაში დაიმსახურა. სულ წელიწადნახევრის წინ ჩამოყალიბებული ანსამბლი ეჯიბრებოდა ანსამბლებს "ფანტაზია", "ინდრა დენს-ფორუმი“ და „ინდური ბოლივუდი“. ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსამბლმა ფესტივალ-კონკურსში დაიკავა პირველი ადგილი და დაიმსახურა ოქროს მედალი და მონაწილეობის სერტიფიკატი. უმცროს მოცეკვავეთა ჯგუფის წარმატება მომავალში მწვერვალების დაპყრობის საწინდარია. |