1geo

fb you od

საიათნოვას სიმღერის დღესასწაული ბათუმის „ალექსანდრე მანთაშიანც“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 3 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    ბათუმის  „ალექსანდრე მანთაშიანც“    კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ    ცენტრში      საიათნოვას სიმღერის  დღესასწაული იყო. უკვე რამდენიმე წელია ცენტრის ინიციატივით ბათუმშიც აღინიშნება საიათნოვასადმი მიძღვნილი ტრადიციული „ვარდატონი“, ვინაიდან სიყვარული    მეგობრობის,    სამართლიანობის და სიყვარულის დიდი მომღერლის მიმართ უკვდავია, როგორც უკვდავია თვით    საიათნოვა.  

დარბაზში ადგილები ეკავათ     აჭარის ავტონომიურ  რესპუბლიკაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ  კონსულს,  ეღიშე სარგსიანს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის აჭარის, გურიის, იმერეთის და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერ მოძღვარს, არარატ გუმბალიანს, სათვისტომოს მოღვაწეებს, ბათუმის სომხური საზოგადოების წარმომადგენლებს.   
ღონისძიება გახსნა,  ცენტრის დირექტორმა სონა ჰოვანისიანმა, წარმოადგინა „ვარდატონის“ დაარსების ისტორია და ისაუბრა დიდი აშუღის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე,   სომეხი და ქართველი ხალხის დაახლოების საქმეში, ხაზი გაუსვა სამი საუკუნე ხალხის საყვარელ და თავისი სიმღერებით და ლექსებით უკვდავი საიათნოვას ნაწარმოებებზე.   
შემდეგ „აღბიურ“ სიმღერის გუნდის, „ჰეღნარ“ ცეკვის ანსამბლის და თეატრალური ჯგუფის მონაწილეობით მაყურებელმა იხილა ლამაზი კონცერტი. ღონისძიება ორგანიზებული იყო  ცენტრის პედაგოგების რუზანა ოვანესიანის, სათენიკ დანიელიანის და მერი პოღოსიანის ძალისხმევით.    
კონცერტის  მონაწილეებმა,   ღონისძიების სიმბოლოდ, ყველა დამსწრეს, დაურიგეს თითო წითელი  ვარდი.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)