მომლოცველობა შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში |
სიახლეები |
2017 წლის 7 აპრილს, 80-ზე მეტი თბილისელი სომეხი მორწმუნე, დედაქალაქის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიიდან მომლოცველობაზე გაემართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში. მე -19 საუკუნეში აგებულ და რამდენიმე წლის წინ საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით და ქველმოქმედთა მხარდაჭერით განახლებულ შაუმიანის „სურბ ასტვაწაწინ“ ეკლესიაში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით აღევლინა საღმრთო ლიტურგია. მწირველი მღვდელი გახლდათ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის კანდელაკი ღირსეული მღვდელი მანუკ ზეინალიანი. საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის რეგიონის სომხური თემების სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა, დიაკვნებმა და თბილისიდან სპეციალურად ჩასულმა, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდმა, ლუიზა ვარდანიანის ხელმძღვანელობით. საღმრთო ლიტურგიაზე თბილისიდან ჩასულ მომლოცველებს შეუერთდა ადგილობრივი მოსახლეობა. მწირველმა მღვდელმა იქადაგა დღის საიდუმლოზე - ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, წმინდა ქალწულის მიერ მაცხოვრის შობის ამბავზე. მამა მანუკმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მაგალითით ხაზი გაუსვა ქალის - სანუკვარი დედობის მისიას, რწმენითა და პატრიოტული სულისკვეთებით შვილების აღზრდას. საღმრთო ლიტურგია აღევლინა ღია საკურთხევლით, აღსრულდა მორწმუნეების ზიარება. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესიებში შესრულდა დედის, დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფი ქალბატონების კურთხევის წესი. |