1geo

fb you od

"სომხები თურქეთში" სტამბოლელი ფოტოგრაფის გამოფენა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 7729 

2017 წლის 2 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა სტამბოლელი თანამედროვე ფოტოგრაფის, ნურან აქქაიას გამოფენა , სათაურით "სომხები თურქეთში".

აღნიშნული გამოფენით საქართველოს სომეხთა ეპარქიაში დაიწყო სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. გამოფენა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით.

გამოფენილი 50 ფოტოსურათის ცენტრში თურქეთში მცხოვრები სომხური საზოგადოებაა, მისი სხვადასხვა ფენის წარმომადგენელთა პორტრეტები. ფოტოები გადაღებულია სხვადასხვა რეგიონში - კონსტანტინეპოლი, ვანის აღთამარის კუნძულის „სურბ ხაჩ“ ეკლესია, მუსა მთის უკანასკნელი სომხური სოფელი ვაქიფლი, კარსი, კესარია. სტამბოლელი მხატვარი შეეცადა, ფოტოსურათებით ეჩვენებინა თურქეთში მცხოვრები სომხები, რომლებიც ცდილობენ უხილავად ყოფნას.

გამოფენა დიდი ინტერესით დაათვალიერეს თბილისელმა სომხებმა, წარმოსახვით გადაინაცვლეს დასავლეთ სომხეთის ისტორიულ ადგილებში, იხილეს თურქეთში მცხოვრები სომხების ცხოვრება.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, რომელმაც წარადგინა წარმოშობით სებასტიელი ფოტოგრაფი ნურან აქქაია, მისი სიყვარული და ინდენტობისადმი ერთგულება,

საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ, ენოქ თადევოსიანმა თავის გამოსვლაში ისაუბრა თურქეთსა და კერძოდ სტამბოლში მცხოვრები სომხების ისტორიაზე, ქვეყნის ყველა სფეროში მათ შეტანილ წვლილზე, სტამბოლში დაბადებულ სომეხ დიდებულებზე, რომლებიც ყველგან წარმოადგენდნენ სომეხი ადამიანის იდენტობასა და ეროვნულ თვითმყოფადობას.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის, ნურან აქქაიას სახით, სომეხი ადამიანის ტიპზე, მის და თურქეთში მცხოვრები მრავალი სომეხის პატრიოტიზმზე, რწმენისადმი ერთგულებაზე ისაუბრა თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა, ხაზი გაუსვა იმ სულისკვეთებას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს და შენარჩუნებულია თურქეთში მცხოვრებ სომხებში.

თბილისი მეორე ქალაქია, სადაც ერევნის შემდეგ გამოიფინა თურქეთში მცხოვრები სომეხი ფოტოგრაფის ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 20 აპრილამდე.

1 1 1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)