1geo

fb you od

ვიზიტი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2017 წლის 11 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი), ახალგაზრდობის განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) და განათლების განყოფილების (დირექტორი: ევგენია მარკოსიანი) ინიციატივით მოეწყო ეპარქიის „გრიგორ ნარეკაცი“ სომხური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის მოსწავლეთა და "ჰაიარტუნ "ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების აღსაზრდელთა ექსკურსია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ცენტრის სამოცამდე სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელთა ჯგუფის ვიზიტი მოეწყო ეპარქიის თანამდებობის პირთა, მასწავლებელთა და მშობელთა თანხლებით.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სხვადასხვა დარბაზებში გამოფენილი იყო სამუზეუმო კოლექციის შედევრები. წარმოდგენილი იყო აქ დაცული ქართული და მსოფლიო ხელოვნების ის იშვიათი ნიმუშები, რომლებითაც ამაყობს მსოფლიოს დიდი მუზეუმები. ესენია: ბერნარდო დადის, ლუკას კრანახის (უფროსი), გვიდო რენის, ოგიუსტ როდენის, პაბლო პიკასოს, ვასილი კანდინსკის, რობერტ ფალკის ტილოები, ნიკო ფიროსმანიშვილის, ლადო გუდიაშვილის და დავით კაკაბაძის შედევრები. წარმოდგენილი იყო ასევე ქვის, ძვლის, ლითონის და თიხის არტეფაქტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი.

"ჰაიარტუნ" ცენტრის აღსაზრდელთა ეს კულტურული ექსკურსია განსაკუთრებით შთამბეჭდავი და აღსანიშნავია იმით, რომ მათ შესაძლებლობა მიეცათ შეხებოდნენ ხელოვნების შედევრებს და უნიკალურ ექსპონატებს, რომლებიც წარმოადგენს მუზეუმის იშვიათ კოლექციას.

IMG 0276 IMG 0311 IMG 0324 IMG 0339 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)