1geo

fb you od

როგორ მიდის შენი საქმე, სტუდენტო! PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

ninocminda 

2017 წლის 3 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, სლოგანით - როგორ მიდის შენი საქმე, სტუდენტო! ღონისძიებას, რომელიც გაიმართა ცენტრის ინიციატივით, ესწრებოდა რაიონის სკოლების  20 კურსდამთავრებული, რომლებიც  სწავლობენ თბილისისა   და ერევნის უმაღლეს სასწავლებლებში.   მათგან 12 არის ასევე ცენტრის კურსდამთავრებული.

ღონისძიება დაიწყო "მამაო ჩვენოთი" და რაიონის  სულიერი მოძღვრის, მღვდელ არმაშ   პოღოსიანის კურთხევის სიტყვით.

თავის გამოსვლაში ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა, ვინც წარმართა ღონისძიება, ხაზი გაუსვა ყოფილ აღსაზრდელებთან კავშირის შენარჩუნებას. ახალგაზრდებს  მოუწოდა, რომ ხშირად ეწვიონ ცენტრს და   სტუდენტების, შეძლებისგვარად დახმარებისა და მხარდაჭერის    მზადყოფნა გამოთქვა.თავიანთ გამოსვლებში სტუდენტებმა რევიკ  კარაპეტიანმა, არმან არზუმანიანმა, ჟორა მზიკიანმა, სამველ ფუთულიანმა, არევიკ გომციანმა ისაუბრეს ღონისძიების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს ცენტრის დირექციას მსგავსი  მნიშვნელოვანი და აუცილებელი შეხვედრის გამართვისათვის.   

დამსწრეებმა უყურეს მომავალი ჟურნალისტის, კატერინე ღარსლინის, და ევგინე ვარდანიანის ვიდეო მისალმებას შეხვდრის მონაწილეებისადმი.   ცენტრის სიმღერის გუნდმა   (ირინა ღარსლიანი), მხატვრული კითხვის სტუდიის აღსაზრდელებმა (სათენიკ სნხჩიანი), მოცეკვავეებმა ღონისძიება დაამშვენეს მშვენიერისა და ახალგაზრდობისადმი მიძღვნილი ლამაზი მხატვრული ნომრებით.   

ღონისძიება შეაჯამა ჟორა სნხჩიანმა,   რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრა ტრადიციად იქცევა და გაიმართება ყოველი წლის იმავე დღეს - 3 მარტს.

1 2 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)