1geo

fb you od

დაჯილდოება ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

16487820 

2017 წლის 5 თებერვალს, ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის, თავმჯდომარეობით აღევლინა საკვირაო წირვა-ლოცვა.

წირვა-ლოცვის შემდეგ, ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა წაიკითხა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს სომხური იდენტობის შენარჩუნების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის პან-სომხური ყოველწლიური დაჯილდოების ნომინაციაში „მშობლიურის დამცველი“ დაჯილდოებული გევორგ ჰაიასას სიგელი.

არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა დალოცა გევორგ ჰაიასა და მაღალი შეფასება მისცა მის შეტანილ წვლილს მშობლიური ენის დაცვისა და გავრცელების საქმეში და გადასცა მედალი და სიგელი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოება და თანამშრომლები ულოცავენ ერის ღირსეულ შევილს სამშობლოს ჯილდოს მიღებას.

ჯავახეთის ეპარქიალური ვიკარიატის პრესსამსახური

16601979 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)