1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების ნახევარწლიური საანგარიშო კრება ბორჯომში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

joghov 

2016 წლის 29 ივლისს, ბორჯომში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამღვდელოების 2016 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო კრება.

კრება დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.

კრება გახსნა წინამძღვარმა, შემდეგ მიიწვია სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი, არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, რომელიც ასევე მიესალმა კრების მონაწილეებს.

შემდეგ, მღვდელმსახურებმა წარმოადგინეს წლის პირველი ნახევრის სულიერი სამსახურის მოკლე ანგარიშები.

ანგარიშების მოსმენის შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მღვდელმსახურთა ყურადღება გაამახვილა წმიდა ნათლობისა და წმიდა ჯვრისწერის საიდუმლოების ერთგვაროვანი და რეგულიერებული ჩატარების მიზნით მომზადებულ სახელმძღვანელო-პროექტზე. მღვდელმსახურებმა კითხვები დასვეს და თავიანთი მიდგომები გამოხატეს სახელმძღვანელო-პროექტის თაობაზე, გაიმართა არსებითი განხილვა.

სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ II-ის მიერ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანანისადმი გამოგზავნილი წერილის საპასუხოდ, მეუფე ვაზგენმა დაავალა მღვდელმსახურებს ორგანიზება გაუწიონ იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის რეკონსტრუქციისთვის თავიანთი კომლების მრევლისგან შემოწირულობების შეგროვება.

კრების ბოლოს წინამძღვარმა ამომწურავი პასუხები გასცა, საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით, მღვდელმსახურთა დასმულ შეკითხვებს. მეუფემ დააფასა საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურთა კეთილსინდისიერად გაწეული სამსახური, მოუწოდა, რომ ქრისტეს ნათელი სახარება შემდგომშიც სიყვარულით და გულმოდგინედ გაავრცელონ და უპატრონონ საქართველოში სომხურ სიწმინდეებს, სულიერ და კულტურულ ფასეულობებს და ერთგულად განაგრძონ საქართველოს სომეხთა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. წინამძღვარმა დააფასა და აკურთხა ღირსეული სომეხი არამ სანოსიანი, კრებისთვის დარბაზის გამოყოფისა და მასპინძლობისთვის.

შეხვედრა დასრულდა დამცავი ლოცვით.

IMG 4423 IMG 4424 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)