1geo

fb you od

მომლოცველობა სომხეთის ისტორიული მონასტრებისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Tatev 1 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის, სამველ თოროსიანის ინიციატივით, 2016 წლის 24-26 ივნისს, 30-მდე თბილისელი სომეხი მორწმუნე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევის და საუკეთესო სურვილების მიღების შემდეგ, მომლოცველობაზე გაემგზავრა სომხეთის ისტორიული მონასტრებისკენ.

მომლოცველთა ჯგუფი 24 ივნისს იყო ხორ ვირაპის მონასტერში, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს და ითხოვეს სომეხთა ეკლესიის პირველი პატრიარქის მფარველობა.

შემდეგი მოსალოცი ტათევის სამონასტრო კომპლექსი იყო, სადაც მომლოცველებს დახვდა ტათევის მონასტრის ბერი არქიმანდრიტი მიქაელ გევორგიანი. მომლოცველებმა მონაწილეობა მიიღეს ღვთისმსახურებაში, შემდეგ ტათევის მონასტერში დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღავლინა მამა სამველ თოროსიანმა. თბილისიდან მოსალოცად ჩასულებს მიესალმა მამა მიქაელი.

იმავე დღეს თბილისელი მომლოცველები გაემგზავრნენ სისიანის რაიონის შაქეს ჩანჩქერისკენ, აღფრთოვანებულნი დარჩნენ მისი სილამაზით, სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს ვაიოც ძორის ნორავანქში (ახალი მონასტერი).

26 ივნისს, თბილისელმა მომლოცველებმა სრულიად სომეხთა სულიერ ცენტრში - მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, დაესწრნენ საღმრთო ლიტურგიას, რომელიც წმინდა ტრდატის ღია საკურთხეველში აღავლინეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ და რომის უწმინდესმა პატრიარქმა ფრანცისკე პაპმა.

თბილისში დაბრუნებამდე მომლოცველებმა ქედი მოიხარეს წმინდა გაიანეს საფლავის წინაშე, შემდეგ ეწვივნენ ქალაქ აბოვიანის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესიას.

ამ ისტორიული მოვლენით მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, სულიერად განახლებულნი და ენთუზიაზმით აღსავსე მომლოცველები დაბრუნდნენ თბილისში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)