1geo

fb you od

"ჰაიბუსაკ“ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0579 

2016 წლის 19 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა სომხეთის ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებლის - ერევნის „ჰაიბუსაკ“ უნივერსიტეტის დელეგაციასთან. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ "ჰაიბუსაკ" უნივერსიტეტის რექტორი, რუსეთის ფედერაციის სამედიცინო-ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი სურენ ჰარუთუნიანი, განათლების საერთაშორისო აკადემიის თავმჯდომარე ანაჰიტ ჰარუთუნიანი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი იანინა მარინოსიანი, ასტროფიზიკის პროფესორი მარტინ აბრაჰამიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის ინტელიგენციის წარმომადგენლები, მშობლები, მოსწავლეები, მომავალი აბიტურიენტები.

"ჰაიბუსაკ" უნივერსიტეტის საქართველოს სასწავლო ცენტრის რექტორმა თამარა იორამაშვილმა წარმოადგინა თბილისსა და ახალციხეში დაარსებული ფილიალები, სადაც იქნება სამედიცინო, ეკონომიკური, იურიდიული და ჰუმანიტარული ფაკულტეტები, სწავლებით სომხურ და რუსულ ენებზე.

განათლების საერთაშორისო აკადემიის თავმჯდომარემ, ანაჰიტ ჰარუთუნიანმა, წარმოადგინა ერევნის ცნობილი უნივერსიტეტი, რომელიც დაარსდა 1990 წელს, ატარებს ღევონდ ალიშანის სომხეთისათვის მიძღვნილი სამეცნიერო ნაშრომის სახელწოდებას - „ჰაიბუსაკ“, რომელსაც აქვს ორი კორპუსი, უფროსი სკოლა, ბიბლიოთეკა, აქვს საჭირო აღჭურვილობა, სწავლება მიმდინარეობს დღის, დაუსწრებელი და ონლაინ სწავლებით, აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია, დიპლომი შეესაბამება ბოლონიის განათლების სისტემას. აღნიშნულ უნივერსიტეტს შეუერთდნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, შექმნეს განათლების საერთაშორისო აკადემია.

ქალბატონმა ანაჰიტმა განმარტა ზემოაღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის სომხურ-ქართული ფილიალის შექმნის მიზანი, სადაც განზრახულია ადგილობრივი პოტენციალის ჩართვა, ახალგაზრდების სრულყოფილი უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა.

 ერევნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც ეხებოდა სწავლების ხანგრძლივობას, ფაკულტეტების აკრედიტაციას, სწავლის საფასურსა და დიპლომის აღიარებას. ასევე ისაუბრეს საქართველოს სომხური სკოლებისთვის სხვადასხვა საგნების სპეციალისტ მასწავლებლების მომზადების საკითხზე.

ერევნის უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებმა პირობა დადეს, რომ განიხილავენ აღნიშნულ საკითხებს და მოძებნიან პრობლემათა მოგვარების გზებს. გადაწყდა სექტემბერში აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის სომხურ-ქართული ფილიალის პრეზენტაციის გამართვა, სასწავლად სწავლის სურვილის მქონე აბიტურიენტების მისაწვევად.

IMGP0585 IMGP0592 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)