1geo

fb you od

გასართობი თამაშები "მხიარული სტარტები“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

urakh meknark 

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) და „ჰაიარტუნ“ ცენტრის (დირექტორი: ლევონ ჩიდილიანი) ინიციატივით, 2016 წლის 16 ივნისს, თბილისის 98-ე საჯარო სკოლის (დირექტორი: გიორგი მომცემლიძე) სპორტულ დარბაზში გაიმართა სპორტული, გასართობი და ინტელექტუალური თამაშები"მხიარული სტარტები“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 100-მდე თბილისელი ახალგაზრდა. ისინი გამოვიდნენ ოთხი გუნდით, მათ შორის სამ გუნდს წარმოადგენდნენ „არი ტუნ“ პროგრამის, რომელიც ტარდება დედა სამშობლოში, სამი ეტაპის მონაწილეები, და მეოთხე გუნდს წარმოადგენდნენ ისინი, ვინც გაემგზავრებიან სკაუტურ ბანაკში. კონკურს-თამაშები მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ფიზიკური მომზადების გამოვლინებას, სპორტული ცხოვრების გააქტიურებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამდიდრებას, ასევე სხვადასხვა სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ახალგაზრდების ერთმანეთის გაცნობას, გაერთიანებას და დამეგობრებას.

კონკურსში ერთმანეთის წინააღმდეგ გამოვიდნენ: გუნდი „გიშერი“ - ჰრაჩიკ სურმალიანის, გუნდი „მეწ ჰაიქ“ - ბორის მზიკიანის, გუნდი „ინდიგო“ - ანრი ბაზოიანის და გუნდი „არარატი“ - ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით. ღონისძიებას უძღვებოდნენ ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების სამუშაოთა კოორდინატორი ნინა სეროპოვა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფი სურენ აბრამიანი.

ახალგაზრდების საკონკურსო გამოსვლებს თვალყურს ადევნებდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ქვემო ქართლის სომხური თემების სულიერი მოძღვარი ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი, გახმოვანების რეჟისორი სერგო არუთუნოვი და ოპერატორი გევორგ პოღოსოვი.

სპეციალური ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: დიაკვანი გევორგ ანტონიანი, საკვირაო სკოლების ისტორიის მასწავლებელი რევიკ კარაპეტიანი და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების დირექტორი ვალერი ბადალიანი. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფიზიკურ აქტიურობასა და გონებრივ უნარებში დაგროვებული ქულებით, გამარჯვებულად ცნეს გუნდი „გიშერი“, ჰრაჩიკ სურმალიანის ხელმძღვანელობით.

1 1 1 2 1 3 1 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)