1geo

fb you od

PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

წმიდა თადეოზ მოციქულისა და წმინდა სანდუხტ ქალწულის   ხსენების დღე

 

წმინდა თადეოზ მოციქული   და წმინდა სანდუხტ ქალწული სომეხთა ეკლესიის ყველაზე მნიშვნელოვანი წმიდანთაგანნი არიან, ვინაიდან  მათ  სახელს უკავშირდება სომეხთა განათლების ამბავი. ნეტარმა თადეოზმა მაცხოვარი იხილა და მას დაემოწაფა.  ჩავიდა ედესაშიც და ქრისტიანობაზე მოაქცია მთავარი ავგაროზი, ხალხი და ქურუმები.   მრავალ სასწაულთან ერთად, მან განკურნა   ავგაროზი, შემდეგ კი ედესაში დანიშნა თავისი შემცვლელი, და გაემართა მეფე სანატრუკის სამფლობელოებში. აქ ქრისტიანობაზე მოაქცია   ადგილობრივები და დააფუძნა სომხური წმინდა  სამოციქულო ეკლესია. არტაზის პროვინციაში რომ მივიდა, მოციქული შევიდა მეფის კარზე და მოაქცია მეფის ასული ქალწული სანდუხტი. ეს რომ  მეფე სანატრუკმა შეიტყო, ციხეში ჩასვა  თადეოზ მოციქულიც და ქალწული სანდუხტიც და სასტიკად აწამა ისინი. მოციქულმა თადეოზმა და ქალწულმა სანტუხტმა მოწამებრივად დაასრულეს სიცოცხლე სამეფო  აგარაკზე - დაბა შავარშავანში.   სომეხთა ეკლესია წმინდა თადეოზ მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს ორჯერ: ერთხელ წმიდა ბართლომე მოციქულთან, ხოლო მეორედ წმინდა ქალწულ სანდუხტთან ერთად.

აღნიშნის თარიღი

05.07.2008
25.07.2009
17.07.2010
12.02.2011
21.07.2012
13.07.2013
02.08.2014
18.07.2015
09.07.2016
29.07.2017
14.07.2018
03.08.2019
25.07.2020
17.07.2021
30.07.2022
22.07.2023
13.07.2024
02.08.2025
18.07.2026
10.07.2027
29.07.2028
14.07.2029
03.08.2030