"მშვიდობის ფონდმა" (პრეზიდენტი: გიორგი თუმასიანი) საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრთან (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) ერთად განახორციელა პროექტი "ვორკშოფი ეროვნული უმცირესობებისთვის", რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა დ ინტეგრაციის დონის გაზრდას. ორი თვის განმავლობაში, ყოველ პარასკევს, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში იმართებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ხასიათის შეხვედრები.
|
დაწვრილებით...
|
|
2015 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში "სურბ მოვსეს ხორენაცი" საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა საახალწლო და საშობაო ზეიმი გაიმართა. დარბაზი, მასწავლებელ-აღმზრდელების ფანტაზიითა და მშობლების მხარდაჭერით, ტყის ველობად იყო ქცეული, სადაც ბავშვები შეკრებილნი იყვნენ, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ იყვნენ მომზადებულნი თოვლის ბაბუასთან შესახვედრად, რომელსაც უნდა ეხარებინა 2016 წლის მოსვლა.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილებას წინასადღესასწაულო ვიზიტი ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. ახალგაზრდობის განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანის, კოორდინატორ ნინა სეროპოვას, ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილის დირექტორ კარენ ერიციანის, ოპერატორ-ფოტოგრაფ გევორგ პოღოსოვის და მუსიკალურ გამფორმებელ სერგეი არუთუნიანის შემადგენლობით დელეგაცია ეწვია თბილისის 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა-პანსიონს.
|
დაწვრილებით...
|
ამა წლის 21 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში გაიმართა წლის შემაჯამებელი საერთო კრება, რომელსაც დაესწრო ვიკარიატის მთელი სასულიერო დასი. კრება დაიწყო საუფლო ლოცვით, რის შემდეგაც სიტყვა გადაეცა ახალციხის სულიერ ხელმძღვანელს, მღვდელმონაზონ ჰაკობ საჰაკიანს, რომელმაც დამსწრეებს გააცნო დღის წესრიგი.
|
დაწვრილებით...
|
2015 წლის 22 დეკემბერს, ახალქალაქის №2 რუსულ საჯარო სკოლაში, დირექტორი: კარინე ნაჰატაკიანი, ჩატარდა სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, ვიკარიატის მღვდელმსახურებთან ერთად, ახალქალაქის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე ედუარდ აღასარიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ჰამლეტ მოვსისიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სამველ პეტროსიანი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი მამა ალექსანდრე და სხვა სტუმრები.
|
დაწვრილებით...
|
|
|
<< თავი < წინა 141 142 143 144 145 146 147 148 149 150 შემდეგ > ბოლო >>
|
გვერდი 142, სულ 280 |