1geo

fb you od

ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის პირველ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნა  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.  დღე    სადღესასწაულო იყო საქართველოს დედაქალაქსა და   სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები სომეხი ბავშვებისთვისაც. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის ლოცვა-კურთხევით და მხარდაჭერით ეპარქიის ეკლესიებში მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები, ბავშვების გასახარებლად და მათთვის სიურპრიზების გასაკეთებლად.

დაწვრილებით...
 
ქართული პოეზიის ანთოლოგია სომხურად PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 27 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა  ქართული პოეზიის სომხური ანთოლოგიის პრეზენტაცია.  ღონისძიებას ესწრებოდა თანაავტორი, სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი,   მთარგმნელი, გაგიკ დავთიანი.

დაწვრილებით...
 
სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია „სურბ გევორგ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 28 მაისს, საზეიმო განწყობა იყო თბილისის სომხურ საზოგადოებაში. ხალხი მიიჩქაროდა თბილისის უძველეს მეიდნის უბანში, საზეიმო დღისადმი მიძღვნილ   საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად.

დაწვრილებით...
 
მთავარ საკათედრო წ. ეჯმიაწინში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 25 მაისს, სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა   იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. ამ  დღესასწაულზე აღინიშნება    1441 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის   სის  ქალაქიდან მთავარ საკათედრო ეჯმიაწინში გადმოტანის ისტორიული დღე. სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის განკარგულებით ეს დღესასწაული გამოცხადდა ასევე წმინდა ეჯმიაწინის მომლოცველობის დღედ.

დაწვრილებით...
 
სომხეთის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების დღე ალექსანდრე მანთაშიანცის სახელობის ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

b1 

2017 წლის 28 მაისი სომეხი ხალხისთვის  იყო ორმაგად სადღესასწაულო:   მეორე ბზობის დღე  -  ზეცად ამაღლებული ქრისტეს დახვედრა ანგელოზების მიერ,  და პირველი სომხური რესპუბლიკის 99-ე წლისთავი.  ბათუმში დღესასწაული დაიწყო „სურბ ფრკიჩ“  ეკლესიაში, სადაც ადგილობრივი სომხების სულიერმა მოძღვარმა , მღვდელმა არარატ გუმბალიანმა აღავლინა საკვირაო საღმრთო ლიტურგია, სამღვდელოების მონაწილეობით რესპუბლიკის სახელით წირვა-ლოცვა აღევლინა.

დაწვრილებით...
 
<< თავი < წინა 81 82 83 84 85 86 87 88 89 90 შემდეგ > ბოლო >>

გვერდი 89, სულ 280