1geo

fb you od

ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Hunisi 1 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ლამაზი და მხიარული ღონისძიება, რომელიც 2015 წლის 1 ივნისს გაიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში. ღონისძიების ინიციატორი იყო საქართველოს სომეხ ქალთა "შუშანიკ" კავშირი (თავმჯდომარე: სუსანა ხაჩატრიანი), "ჰაიარტუნ" ცენტრის (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი), წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის (ხელმძღვანელი: ევგენია მარკოსიანი) მხარდაჭერით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს მფარველობით.

მოეწყო ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქის ესთეტიკური აღზრდის ცენტრის "მომავლის სახლის" აღსაზრდელები, დირექტორ სათენიკ მაჰტესიანის და ახალქალაქისა და მიმდებარე სოფლების სომხების სულიერი მოძღვრის მღვდელ ტათევ მარუქიანის წინამძღოლობით.

სადღესასწაულო დღე ახალქალაქიდან ჩამოსული ბავშვების და მასწავლებელთა ჯგუფისთვის დაიწყო ვიზიტით გარი დავთიანის თოჯინების კულტურის ცენტრში, სადაც დიასახლისმა ჟანა დავთიანმა ბავშვებს უამბო ცენტრის შექმნის ისტორია, წარუდგინა ცენტრში „მცხოვრები“ თოჯინები და მარიონეტების მონაწილეობით მხიარული და ლამაზი კონცერტი გამართა. შემდეგ ქალბატონი ჟანა ბავშვებს გაუმასპინძლდა ტკბილეულით.

დღესასწაული გაგრძელდა "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, რომელიც მორთული იყო სხვადასხვა მასალით დამზადებული, ნაირგვარი ფორმისა და ზომის, ძველი და თანამედროვე სტილის, სხვადასხვა განწყობის თოჯინებით.

თავიანთი ნამუშევრები ჰქონდათ წარმოდგენილი პროფესიულ მეთოჯინეებს - ლაურა ხაჩატუროვას, არმენ ჰოვანისიანს, მოყვარულ ოსტატებს - იანა ვარდანიანს, ნინა მელიქსეთიანს, ასევე „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის ბავშვებს და, რა თქმა უნდა, „მომავლის თაობა“ ცენტრის აღსაზრდელებს.

ლამაზი ბუშტებით, ხელნაკეთი თოჯინებით, სასიამოვნო ნივთებით მორთულ დარბაზს საზეიმო გაწყობანს სძენდა უამრავი ბავშვი, რომელთა ნაწილის სახის მოხატვით იყო დაკავებული მასწავლებელი ოქსანა შაროიანი, ნაწილი ჩართული იყო სურათების კონკურსში „ბედნიერი პატარა“, რომელსაც წარუძღვებოდა მასწავლებელი ოქსანა ოსიპოვა, ნაწილი კი ცეკვავდა ლამაზ „ტანგოს“. ეს ყველაფერი ჰოვანეს შაჰნაზარიანის მიერ შერჩეული ჰარმონიული და მხიარული მუსიკის თანხლებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა კურთხევისა და კეთილი სურვილების სიტყვით მიულოცა ბავშვებს, მათ მშობლებს მოუწოდა ქრისტიანული რწმენით ცხოვრებისკენ, წმინდა ქალწულების - ჰრიფსიმეს, გაიანეს და შოღაკათის მფარველობით.

ყველა ბავშვს ბედნიერი ბავშვობა, ჯანსაღი ცხოვრება და მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრება უსურვეს მღვდელმა ტათევ მარუქიანმა, პოეტ-მთარგმნელმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა.

ბავშვთა მხიარული დღე უფრო ბედნიერი გახადეს "ჰაიარტუნ" ცენტრის „ნერსეს შნორჰალი“ გუნდის წევრებმა (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი), ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა ანი თოროსიანმა, რუზანა მიქაელიანცმა, ანი ჰოვანისიანმა და ქრისტინე ხაჩატუროვამ.

ასე აღინიშნა ბავშვთა დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში.

DSC03268 DSC03285 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)