1geo

fb you od

არასომხურენოვანმა ბავშვებმა პატივი მიაგეს მშობლიურ ენასა და სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

100 

მიმდინარე წლის 18 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ერთდღიანი სკოლის აღსაზრდელთა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა მშობლიურ ენას, სომხური ენის პირველ პედაგოგ წმიდა მესროპ მაშტოცს. ღონისძიებით ასევე პატივი მიეგო სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.

ღონისძიება გახსნა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორმა ევგენია მარკოსიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღონისძიება ინიცირებულია ერთდღიანი სკოლის მასწავლებელ თამარა გაბოიანის მიერ, ნერსეს შნორჰალი გუნდსა (ქორმაისტერი: მარია აბულიანი, პიანისტი: კარენ მირზოიანი) და დუდუკის წრესთან (მასწავლებელი: ივანე მკრტჩიანი) ერთობლივად.

ლიტერატურული და მუსიკალური მონტაჟით, სკოლის აღსაზრდელებმა ლამაზი მხატვრული კითხვით წარმოადგინეს სომხეთის ისტორია, ადიდეს წმიდა მესროპ მაშტოცი, წარმოაჩინეს სომხეთის ისტორიის განმათავისუფლებელი ბრძოლების ეპიზოდები, გენოციდის წლები. გულწრფელ და ემოციურ დეკლამაციას ავსებდნენ გუნდისა და სოლო შემსრულებლების სიმღერები, დუდუკის მელოდიები. მოსწავლეებმა დამსწრეებს შეახსენეს განადგურების პირას მყოფი ხალხის ტანჯვა, ნგრევა და საფრთხეები, რომელთაც პირისპირ ხვდებოდნენ, რისვაივაგლახით გადარჩენილთა აღორძინება და გამარჯვებული სომეხი ხალხის, დედა სამშობლოთი, არცახითა და ქრისტიანული რწმენით.

„ჰაიარტუნ“ ცენტრის ხელმძღვანელმა   ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, ასეთი თბილი და პატრიოტული ღონისძიებისათვის, ყველას მოუწოდა შეუერთდნენ სომეხთა გენოციდის ხსოვნის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, მთელი ერით მოწამეთა ხსენებისათვის და სამართლიანობის მოთხოვნის უფლებით.

ღონისძიება შეაჯამა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა, მაღალი შეფასება მისცა იმას, რომ ახალგაზრდები დაუბრუნდნენ მათ ფესვებს, მოუწოდა ერის, ენის, ქრისტიანული რწმენის ერთგულებისკენ, უსურვა მაღალი მწვერვალების დაპყრობის ნება და ძალა, რათა სიამაყით ატარონ სომეხი ახალგაზრდის ღირსეული სახელი.

DSC02582 DSC02579 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)