1geo

fb you od

საქართველოში მოქმედმა სომხურმა არასამთავრობო და რელიგიურმა ორგანიზაციებმა 1915-23 წწ. სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვის თხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართეს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

georgian

2015 წლის 24 აპრილს სრულდება ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ერის, თავისივე ისტორიულ სამშობლოში, სახელმწიფო დონეზე დაგეგმილი განადგურების -გენოციდის, მე-100 წლისთავი.

„1915–1923 წლებში განხორციელებული გეგმის შედეგად, სომეხმა ერმა 2,000,000 -ზე მეტი ადამიანი და საკუთარი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაკარგა. თურქეთის ხელისუფლების მიერ 1915–1923 წლებში სომეხი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული კლასიფიცირდება როგორც გენოციდი - დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ამაზე მეტყველებს უამრავი დოკუმენტი, მათ შორის იურიდიული ძალის მქონე. ჯერ კიდევ 1915 წლის მაისში დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი ერთობლივი დეკლარაციით გამოვიდნენ, რომლითაც თურქეთში მიმდინარე სომეხი ერის განადგურებას „კაცობრიობისა და ცივილიზაციის წინააღმდეგ ახალი დანაშაული“ უწოდეს. სომეხი ერის უფლებების აღდგენის საკითხები განხილულ იქნა 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. ამ კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ იქნა სამხედრო სასამართლო, რომლის მიზანი პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების გარკვევა და დამნაშავეთა გამოვლენა იყო. სამხედრო სასამართლომ თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამოიტანა სიკვდილით დასჯის განაჩენი. სომეხთა გენოციდს ადასტურებს აგრეთვე 1920 წლის სევრის ხელშეკრულება.

სომეხთა გენოციდის ფაქტი საფუძვლად დაედო 1943წ. რაფაელ ლემკინის მიერ შემუშავებულ და 1948წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ 260 A(III) რეზოლუციას, რომლითაც მიღებულ იქნა „კონვენცია გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“. 1993 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფომ ამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა.

დღეისთვის, სომეხი ერის გენოციდი, შესაბამისი რეზოლუციებითა და გადაწყვეტილებებით აღიარებულია მსოფლიოს 20-ზე მეტ წამყვან სახელმწიფოს, ასევე მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის ევროპარლამენტის, ევროსაბჭოსა და ევროპის სახალხო პარტიის მიერ. 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების პროცესი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს (აშშ, ბულგარეთი, ესპანეთი, ისრაელი და სხვა).

„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, საქართველოში მოქმედი სომხური რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამართლიანობის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის ერთგულების სახელით მოგიწოდებთ, შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოების ინიციატივებს, პატივი სცეთ საქართველოს მოქალაქეების ნებას და საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული წესით მოუწოდოთ ქვეყნის მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს, განიხილონ 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი“, - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც საქართველოში მოქმედი სომხური საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები აწერენ ხელს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი სომხური ორგანიზაციები უკვე მე–10 წელია, რაც მიმართავენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვის თხოვნით. მიუხედავად მრავალი მიმართვისა, საქართველოს პარლამენტი დღემდე უგულებელყოფს ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის 6% მოქალაქეების ნებას.

მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“, კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნი“, „სამცხე–ჯავახეთის სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაციების საბჭო“, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი, „თბილისელ სომეხთა ასამბლეა“, „საქართველოს სომეხთა ეროვნული კონგრესი“, „თბილისელი სომხების კავშირი“, „აჭარის სომხური სათვისტომო“, გაზეთი „ვრასტანი“, „საქართველოს სომეხთა კავშირი“, „სომეხ-ქართველ ბიზნესმენთა კავშირი“, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, საქართველოს სომეხ მწერალთა კავშირი „ვერნატუნი“, საქართველოს სომეხ ქალთა ასოციაცია „შუშანიკი“, „ქართველ–სომეხთა კავშირი“ - 30-ზე მეტი ორგანიზაცია და ინტელიგენციის წარმომადგენლები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)