1geo

fb you od

სრ იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია თბილისის სომხურ ეკლესიას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP0001 

2015 წლის 6-7 მარტს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა სრ იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ოვანეს მანუკიანის ხელმძღვანელობით. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ოვანეს მანუკიანი, მინისტრის მოადგილე სურენ ქრმოიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი მარინა ტაშჩიანი, პრეს მდივანი წოვინარ ხაჩატრიანი და მინისტრის მოადგილე მერი გევორგიანი ეწვივნენ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიას და სანთლები დაანთეს სომხურ უძველეს ტაძარში.

დელეგაციის წევრებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვართან, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან ერთად დაათვალიერეს კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრი. სომხური ეროვნული კულტურის, ტრადიციებისა შენარჩუნების და სომეხი ბავშვის სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით „ჰაიარტუნ“ ცენტრის შესრულებული სამუშაოების შესახებ სტუმრებს უამბო ეპარქიის წინამძღვარმა. დედა სამშობლოდან ჩამოსულმა მაღალი რანგის სტუმრებმა დაათვალიერეს „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღი, იყვნენ სომხური ენის სწავლების ერთდღიან სასწავლებელში, ესაუბრნენ მასწავლებელსა და აღსაზდელებს, რომელთა შორის არიან ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები „ჰაიარტუნ“ ცენტრის მეორე დარბაზში დაესწრნენ სომხეთის ისტორიის გაკვეთილს, სადაც მიმდინარეობდა სომეხთა გენოციდის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება.

სტუმრები ნანახით მიღებული ნათელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სომხეთში.

დავსძენთ, რომ 6 მარტს, თბილისში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ოვანეს მანუკიანმა მოაწერეს ორი ქვეყნების იუსტიციის უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ბოლო ასეთ დოკუმენტს საქართველოსა და სრ მსგავს უწყებებს შორის ხელი მოეწერა 15 წლის წინ.

IMGP0004 IMGP0015 IMGP0034 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)