1geo

fb you od

ბროწეულის კურთხევა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Nur 

2014 წლის 31 დეკემბერს, უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის ლოცვა-კურთხევით დამტკიცებული კურთხევის ახალი წესის თანახმად, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის, ქვემო ქართლისა და ბათუმის ეკლესიებში შესრულდა ბროწეულის კურთხევის ცერემონიალი.

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სასულიერო დასის ყველა წევრის მონაწილეობით და მორწმუნე მრევლის თანდასწრებით გაიმართა ღვთისმსახურება და მადლიერების ცერემონია.

სასულიერო ცერემონიის შემდეგ, ეკლესიის სულიერმა მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა მიმართა მორწმუნეებს და ისაუბრა ბროწეულის კურთხევის საიდუმლოზე, განმარტა, რომ სომხური გადმოცემის თანახმად, ბროწეული, როგორც ეროვნული სიმბოლო, ატარებს სიცოცხლის, კეთილდღეობისა და სიუხვის შინაარსს. სულიერმა მამამ ასევე განმარტა, რომ ქრისტიანულ სიმბოლიზმში ბროწეული არის იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლის სიმბოლო, ასევე დასძინა, რომ ეკლესიის წევრები ბროწეულის მარცვლებივით მრავალნი და მრავალფეროვანნი არიან, მაგრამ მოქცეულნი არიან ბროწეულის ქერქში, გაერთიანებულნი ერთ ეკლესიაში.

შემდეგ სულიერმა მამებმა აკურთხეს მორწმუნეთა მოტანილი ბროწეული. სულიერმა მოძღვარმა, მღვდელმა სამველ თოროსიანმა მოუწოდა მორწმუნეებს ყოველწლიურად, ახალი წლის ღამეს, 00.30 საათზე, დაესწრონ სომეხთა ეკლესიებში ბროწეულის კურთხევის ცერემონიას და მათ მიულოცა ახალი წელი და შობის დღესასწაული.

მორწმუნეები ნაკურთხი ბროწეულით, საახალწლო საზეიმო განწყობით დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

IMGP0085 IMGP0076 IMGP0098 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)