1geo

fb you od

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია გმობენ თბილისის სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

logot

22 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიათშორისი ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელ, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესა და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარ ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს შორის, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი მიქაელ ბოტკოველი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი მიქაელ ავაგიანი.

მხარეებმა განიხილეს 19 ივლისს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის დეტალები და დაუშვებლად მიიჩნიეს საქართველოში ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაციის გამოვლინებები, ხაზი გაუსვეს იმას, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანა, სადაც სხვადასხვა ხალხები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ერთად.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს სომხურ და ქართულ ეკლესიათშორის ურთიერთობებს და საუკუნეებით ჩამოყალიბებულ მეგობრობას.

ინციდენტზე საუბრისას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიასთან მომხდარში არის ყოფითი და ხულიგნური გამოვლინებები, სამწუხაროდ, სახეზეა ასევე ეთნიკური შეუწყნარებლობის გამოხატულება, რაც დაუშვებელია ჩვენს საზოგადოებაში.

ეპარქიის წინამძღვარმა მიმართა მიტროპოლიტ გერასიმეს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის კურთხევით, საქართველოს ეკლესიის თემებში შედარებით მეტი ადგილი დაეთმოს შემწყნარებლობისა და ქრისტიანული სიყვარული ქადაგებას.

შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ მაღალი შეფასება მისცა სომეხი და ქართველი ხალხების საუკუნეებით გვერდიგვერდ ცხოვრების ისტორიასა და ტრადიციებს. ხალხს მოუწოდეს სიყვარულსა და მშვიდობაში ცხოვრებისკენ. იმედი გამოითქვა, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამოავლენენ დამნაშავეებსა და ორგანიზატორებს - საქართველოში ხალხებს შორის ნებისმიერი განხეთქილების პრევენციის მიზნით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)