1geo

fb you od

სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი (ქვა-ჯვარი) თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

xachqar

21 აპრილს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის ეზოში გაიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარის კურთხევის ცერემონიალი. ხაჩქარის დადგმა ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის მიერ, პეტერბურგში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი ჰრაჩია პოღოსიანის ქველმოქმედებით. ეს პირველია თბილისში. ხაჩქარი მომზადებულია სომხეთში და ის ძველ ჯუღაში აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ განადგურებულ ათასობით ხაჩქართაგან ერთის ანალოგია (ოსტატი: ვარაზდატ ჰამბარძუმიანი).

ხაჩქარის კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი რუსლან პოღოსიანი, აჭარაში, გურიასა და იმერეთში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული არამ გრიგორიანი, პეტროს ადამიანის სახელობის თბილისის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაიანდურიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის არქიეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მალხაზ სონღულაშვილი,   საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი    ჰანს-იოახიმ კიდერლენი, სრ დიასპორის სამინისტროს კავკასიის განყოფილების დირექტორი ტარონ შაგოიანი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან , სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რეგიონებიდან, რუსეთის ფედერაციიდან. ხაჩქარის კურთხევის ცერემონიას ესწრებოდა ქველმოქმედი ჰრაჩია პოღოსიანი,ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო ხელმძღვანელობით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით, ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, შემდგომ ხაჩქარის კურთხევის წმინდა წესი.

ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის არქიეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მალხაზ სონღულაშვილი,   ინტელიგენციის წარმომადგენლები გივი შაჰნაზარი და ანაჰიტ ბოსტანჯიანი, რეზერვის გენერალ-ლეიტენანტი მურად სარგსიანი, პეტერბურგში მცხოვრები იური კლიონოვი. ბოლოს სიტყვით გამოვიდა ქველმოქმედი ჰრაჩია პოღოსიანი.

ახალადნაკურთხი ხაჩქარი   შეამკეს გვირგვინებით, ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, ქველმოქმედ პოღოსიანის ოჯახის,   პეტერბურგის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების სახელით.   ეკლესიის ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ხაჩქარი.  

  ღონისძიება გაგრძელდა თბილისის „ქორთიარდ მარიოტ“ სასტუმროს დარბაზში, სადაც ერევნის „ზანგაკნერ“ ანსამბლის მონაწილეობით, სამხატვრო ხელმძღვანელის შაჰენ ქეშიშიანის ხელმძღვანელობით , გაიმართა კლასიკური მუსიკის კონცერტი, სრ დიასპორის სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ, თბილისის ეთნიკურად სომეხმა მოქალაქეებმა  კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მილიონნახევარ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და მადლიერება გამოუხატეს ჰრაჩია პოღოსიანს. ხაჩქარის გახსნის ცერემონია გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.

IMGP5464 IMGP5514 IMGP5568 

1175667 758047184234939 524736307092176702 n 10170892 758047247568266 6491633325682892864 n 10297786 758047180901606 6250852388608722896 n

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)