1geo

fb you od

რეპატრიაცია სამშობლოში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

verdardz

მიმდინარე წლის 22-24 მარტს ფონდმა „რეპატ არმენია“, საქართველოს სომხური სათვისტომოს მხარდაჭერით, თბილისში ჩაატარა «Imagine Armenia» რუბრიკით ორი კონფერენცია. კონფერენციათა მიზანი იყო იმ ახალი პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია, რომელთა ფარგლებში საქართველოს სომხურ სათვისტომოს წევრებს სომხეთში გაცნობითი ხასიათის ვიზიტების განხორციელების, სწავლის, პროფესიული პრაქტიკის გავლის და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევათ.

23 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიმართა შეხვედრა კონფერენციის მონაწილეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ეთნიკურად სომი მოქალაქეები. ყველას აინტერესებდა სამშობლოში დაბრუნების, დასაქმების და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობები იმ შემთხვევაში, როდესაც სომხეთის რესპუბლიკიდან მიგრაციის დონე ასეთ ფართო მასშტაბებს აღწევს. ფონდ „რეპატ არმენიას“ ხელმძღვანელმა ვარდან მარაშლიანმა და მასთან ერთად ჩამოსულმა ბელორუსის მოქალაქემ, ამჟამად ერევანში დამკვიდრებულმა ნინა მეჰრაბიანმა, კანადიდან სამშობლოში დაბრუნებულმა თამარ ნაჯარიანმა ისაუბრეს სომხეთის სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე, წარმოადგინეს ასევე ის უზენაესი და შეუცვლელი, რისი მიღწევაც შეიძლება დედა სამშობლოში, თუ საქმის მარჯვე ოსტატი იქნები და კარგი სპეციალისტი.

გამომსვლელებმა წარმოადგინეს სამშობლოში თავიანთი მიზნები და გარემოებები, და რჩევები მისცეს დამსწრეებს, სამშობლოში ჩასვლის შემთხვევაში რით დაიწყონ, როგორ მოახდინონ სწორი ინტეგრირება, წარმატების მისაღწევად. ფონდი „რეპატ არმენია“ სამშობლოში დაბრუნების მსურველებს თავის მხარდაჭერას სთავაზობს.

გამომსვლელები ნათქვამს კონკრეტული მაგალითებით ამყარებდნენ, ყვებოდნენ სირიელი სომხების სიძნელეებსა და მიღწევებზე. აუდიტორიიდან ფონდის წარმომადგენლებს დაუსვეს მათთვის საინტერესო სხვადასხვა ხასიათის მრავალი შეკითხვა.

ფონდს მსგავსი შეხვედრები ჩაუტარებია სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ლონდონში, მოსკოვსა და ბეირუთში. ფონდი „რეპატ არმენია“ მსგავსი კონფერენციების ციკლის ჩატარებას გეგმავს სხვადასხვა ქვეყნების სომხურ სათვისტომოებშიც.


IMGP2957 IMGP2961 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)