1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში აღინიშნა სერგო ფარაჯანოვის 90 წლის იუბილე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Sergei Parajanov 

9 იანვარს ცნობილ კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვს შეუსრულდებოდა 90 წლი. ფარაჯანოვმა - თბილისში დაბადებულმა ეთნიკურად სომეხმა, შემოქმედებითი ნაყოფიერი წლები გაატარა საქართველოსა და უკრაინაში, დაკრძალულია ერევანში. სერგო ფარაჯანოვის იუბილესადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, ცნობილ ფოტოგრაფ იური მეჩითოვთან თანამშრომლობით და სრ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ვაზგენ მირზახანიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა დიდი კინორეჟისორის ხსოვნის პანაშვიდი.

შემდეგ ხსოვნის საღამო გაგრძელდა „ჰაიარტუნ“ ცენტრში, სადაც მოეწყო სერგო ფარაჯანოვი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ეპარქიის სამღვდელოება, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, ქართველი და სომეხი ხელოვანები, ფარაჯანოვის ხელოვნების თაყვანისმცემლები. დარბაზში ბრძანდებოდა ასევე 90 წლის მანანა ბარათაშვილი, რომელიც დაიბადა და ცხოვრობდა იმავე ეზოში, სადაც ცხოვრობდა ფარაჯანოვი.

საღამო გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა. სერგო ფარაჯანოვის შესახებ შესავალი სიტყვის შემდეგ, სიტყვა მიეცა იური მეჩითოვს, რომლის გონივრული ცხოვრება ჩამოყალიბდა ფარაჯანოვის წარმოსახვითი სამყაროს, მშვენიერის აღქმისა და გადმოცემის უამრავი გამოვლინებისს ზეგავლენით. იური მეჩითოვმა მოყვა ეპიზოდები სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებიდან.

დამსწრეთათვის ნაჩვენები იქნა რონ ჰოლოვეის დოკუმენტური ფილმი „ფარაჯანოვი: რევიემი“, სადაც ცნობილი კინორეჟისორი საუბრობს თავის განვლილ შემოქმედებით გზაზე. ფარაჯანოვის თანამედროვეებმა დამსწრეებს გაუზიარეს მათი მოგონებები დიდ კინორეჟისორსა და კოლაჟისტზე.

იმ წლებში სომხური თეატრის რეჟისორმა მიქაელ გრიგორიანმა, ფარაჯანოვზე საუბრისას, სინანულით აღნიშნა, რომ ვერ შესრულდა სერგო ფარაჯანოვის - „სასუნცი დავით“ ეპოსის დიდ ეკრანზე ხილვის განზრახვა და ოცნება.

ღონისძიება იქცა გენიალური კინორეჟისორის დიდების საღამოდ.

 

PENT2292 PENT2336 sait1

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)