1geo

fb you od

სასტიკად მოკლული გურგენ მარგარიანის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Gurgen-Margaryan 

26 სექტემბერ აზერბაიჯანელი ჯალათის მიერ უნგრეთში ცულით სასტიკად მოკლული ეთნიკურად სომეხი ოფიცრის გურგენ მარგარიანის დაბადების დღეა. თავისი ხალხის ნამდვილი შვილი სულმდაბალი მკვლელი მსხვერპლი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომეხი იყო. ახალგაზრდა ოფიცრის ხსოვნას მიეძღვნა მის დაბადების დღეს თბილისის ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიაში ჩატარებული პანაშვიდი. ცერემონიის დასრულების შემდეგ სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა ისაუბრა სომეხი სამხედრო მოსამსახურის გურგენ მარგარიანის სასტიკი წამების შესახებ, რისი მიზეზი მხოლოდ ეროვნული კუთვნილება იყო. სულისრმა მამამ ისაუბრა ასევე ქრისტიანობის იმ მცნებებზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა სომეხი ერი, თავისი შვილების მოწოდებით - არ კაც-ჰკლა: ჯალათს ცულის დარტყმით კი არ უნდა უპასუხო, არამედ დაელოდო, რომ უფალმა განსაჯოს იგი, რაც აუცილებლად აღსრულდება.

მამა მანუკმა გამოთქვა ღრმა რწმენა, რომ სომეხი ერი არასოდეს დაივიწყებს თავისი ახალგაზრდა შვილს - ოფიცერ გურგენ მარგარიანს.

მორწმუნეებმა სანთლები დაანთეს და ლოცვა აღავლინეს სომხური არმიის სასტიკად მოკლული ოფიცრის ხსოვნისათვის.

Gurgen-Margaryan 1 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)